რა ეტაპს გადის იაშვილის საავადმყოფო რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში

რა ეტაპს გადის იაშვილის საავადმყოფო რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში

access_time2022-11-19 14:00:03

20 ოქტომბერს იაშვილის საავადმყოფომ შეაჩერა სტაციონარული პაციენტების მიღება და  რეაბილიტაციის დასკვნით ფაზაში გადასვლა დააანონსა. რა პროცესი მიმდინარეობს ახლა იაშვილის კედლებს მიღმა და როდის დასრულდება სარემონტო სამუშაოები - ამ თემაზე კლინიკის დირექტორის, თამუნა ვახტანგაძისა და სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის ინტერვიუს გთავაზობთ.

 

თამუნა ვახტანგაძე, მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს დირექტორი: „2019 წელს საკმაოდ მასშტაბური, სამწლიანი პროექტის - იაშვილის რეაბილიტაციის შესახებ დავაანონსეთ. საუბარია რამდენიმე ათასი კვადრატული მეტრის რეაბილიტაციაზე,  რომელიც გარკვეულ დროს საჭიროებდა. შესაბამისად, სარემონტო სამუშაოები დავიწყეთ ეტაპობრივად. 2019 წელსვე განვაახლეთ გადაუდებელი მედიცინის განყოფილება, რომელიც აღიჭურვა უახლესი აპარატურით. 2020 წელს პანდემიის გამო ნაბიჯები ვერ გადავდგით, მაგრამ პროექტის განხორციელება განვაგრძეთ 2021 წელს, სრულიად შევცვალეთ და ახალ კონცეფციას მოვარგეთ ამბულატორიულ-დიაგნოსტიკური განყოფილება, რომელიც ერთ სივრცეში 17 სამედიცინო სერვისს აერთიანებს. 2022 წელს პროექტი დასკვნით ფაზაში გადავიდა და დაიწყო სტაციონარული ნაწილის განახლება-გარემონტება, რომლის დასრულების შემდეგ, პატარა პაციენტებს სრულად განახლებულ პედიატრიულ ჰოსპიტალში მოვემსახურებით.


რაც შეეხება ამბულატორიულ მიმართულებას, ამ პერიოდში ამბულატორიული პაციენტების მიღება არა 10:00-დან 18:00 საათამდე, არამედ 24/7-ზე მიმდინარეობს.“


ივანე ჩხაიძე, მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი: „იაშვილის საავადმყოფო ერთადერთი პედიატრიული, მრავალპროფილიანი რეფერალური კლინიკაა ქვეყანაში, რომელიც მრავალ უნიკალურ სამედიცინო სერვისთან ერთად უზრუნველყოფს 24-საათიან სამედიცინო  მომსახურებას პრაქტიკულად ყველა მიმართულებით. მათ შორისაა მე-4 დონის ტრავმატოლოგია, მესამე დონის ნევროლოგია, ნეიროქირურგია, ნეონატოლოგია, ქირურგია (მე-4 და მე-5 კატეგორიის ქირურგიული ჩარევებით), ასევე - ტოქსიკოლიგია, ონკოლოგია, ონკოჰემატოლოგია, თორაკოქირურგია, ენდოსკოპიური უროლოგია, ხელოვნური თირკმელი და სხვა. სამედიცინო სისტემის რეფორმის დასაწყისიდანვე, იაშვილის პედიატრიული სტაციონარული სერვისი ქვეყნის ძირითადი ბაზა გახლდათ და საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხაში იყო შეყვანილი. დღეისათვის ჩვენი საავადმყოფო 280 საწოლზეა გაშლილი, რაც ქვეყნის პედიატრიული მრავალპროფილური საწოლ-ფონდის 40%-ზე მეტია.


საქართველოს ჯანდაცვის სექტორში ახალი, გამკაცრებული სანებართვო პირობებია ამოქმედებული. ამ თვალსაზრისით, ჯანდაცვის სამინისტროს ახალი მოთხოვნები და ჩვენი სურვილი, რომ განგვეახლებინა საავადმყოფოს ინფრასტრუქტურა, დაემთხვა ერთმანეთს და ვფიქრობ, ეს ქვეყნისთვის აუცილებელი და მნიშვნელოვანია. თუმცა მხოლოდ ინფრასტრუქტურა არ არის საკმარისი: აქცენტი გაკეთდება პაციენტზე ორიენტირებულ, მის კმაყოფილებასა და კომფორტზე დაფუძნებულ სამედიცინო მომსახურებაზე. ამის ერთ-ერთი მაგალითია 24-საათიანი ამბულატორია, პაციენტისთვის გამოყოფილი სათამაშო სივრცეები. ამავე მიზანს ემსახურება განახლებული და სახეშეცვლილი პალატები, ახალი, სპეციალიზებული ავეჯი და ფუნქციური საწოლები განსაკუთრებული საჭიროების მქონე პაციენტებისთვის, რომელთა მედპერსონალი გადამზადებულია. გვინდა დავამატოთ ისიც, რომ 2023 წლის დასაწყისიდანვე დავგეგმეთ მთელი სამედიცინო პერსონალის ტრენირება კომუნიკაციის საკითხებში. ტრენინგებს საზღვარგარეთიდან მოწვეული სპეციალისტები ჩაატარებენ. დარწმუნებული ვართ, 2023 წლიდან ქვეყანა მიიღებს რეგიონში ერთ-ერთ საუკეთესო პედიატრიულ სტაციონარს როგორც ინფრასტრუქტურის, ისე პაციენტთა მომსახურების ხარისხის მიხედვით“.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up