ლილოს ნაგავსაყრელის პრობლემები, რომლებიც მოსახლეობის ცხოვრებას გაუსაძლის ხდის

ლილოს ნაგავსაყრელის პრობლემები, რომლებიც მოსახლეობის ცხოვრებას გაუსაძლის ხდის

access_time2022-01-23 19:00:16

ვაჟა არსოშვილი წლებია სოფელ დიდი ლილოს მკვიდრია, მასთან ერთად იქ მოხუცი მშობლები და მისი მცირეწლოვანი ბავშვებიც ცხოვრობენ, ვაჟას თქმით თითქმის 10 წელია რაც  ცხოვრება გაუსაძლისი გახდა, ამის მთავარი მიზეზი კი ნაგავსაყრელია, საიდანაც წამოსული სუნი მთელ სოფელს ჩვეული ცხოვრების წესის გაგრძელებაში უშლის ხელს, ამას ემატება ნაგავმზიდი მანქანების მიერ გადაადგილებისას გადმოყრილი ნარჩენები, რომელიც გარემოს აბინძურებს და ადგილობრივების ჯანმრთელობას და ყოველდღიურობას საფრთხის ქვეშ აყენებს.

სოფლის კიდევ ერთი მკვიდრი არჩილ არსოშვილი გვეუბნება,რომ ქარიან ამინდში სუნი უფრო ქვევით ანუ სოფელ პატარა ლილოშიც იგრძნობა და ეს მათი ყოველდრიურობაა. შექმნილი ვითარება აწუხებს, ნარჩენების პოლიგონიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარე  სოფელ ნასაგურის მაცხოვრებლებსაც. მათ არაერთხელ გამართეს  აქციები  ნაგავსაყრელის გადატანის მოთხოვნით, თუმცა პროტესტს რეაგირება ჯერ არ მოჰყოლია. ადგილობრივების ძირითადი პრობლემა უსიამოვნო სუნია, რომელიც დაუბრკოლებლად აღწევს მოსახლეობამდე.

ამ ტერიტორიიდან  ლილოს ნარჩენების პოლიგონი იწყება. ფოტოშიც კარგად ჩანს თუ რამდენად ახლოსაა ის დასახლებულ პუნქტთან, აქვე შენიშნავთ ადგილობრივი მოსახლეობის შინაურ საქონელსაც, რომელიც მიმდებარე ტერიტორიაზეა გაშვებული და ხშირად ნაგავსაყრელიდან ქარის მიერ წამოღებული ნარჩენებითაც იკვებება.


ადგილობრივებისთვის გარემო განსაკუთრებით გაუსაძლისი ზაფხულის  პერიოდშია, ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე დაგროვებული ნაწრეტი წყლები ორთქლდება და მოსახლეობას დაბინძურებულ გარემოსთან ერთად დაბინძურებული ჰაერის სუნთქვაც უწევს.

ლილოს საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონი 2010 წლიდან ფუნქციონირებს. ის დაახლოებით 80 ჰექტარზეა განთავსებული. მისი მმართველი კომპანია, მერიის მიერ დაფუძნებული ‘’თბილსერვის ჯგუფია’’, რომელიც ვერ ან არ ასრულებდა  დაკისრებულ ვალდებულებებს, რისთვისაც  2013 წელს საქალაქო სასამართლომ ის დააჯარიმა. ამის მიუხედავად 2019 წლის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სკოპინგის დასკვნაში ვკითხულობთ,რომ იმ დროისთვის პოლიგონზე მოწყობილი იყო ნარჩენების განთავსების ორი უჯრედი, რომელთაგანაც ერთი გადაუხურავია და ადგილი აქვს აირების არაორგანიზებულ ემისიას. ასევე არ იყო დამონტაჟებული  ნაგავსაყრელის გაზის შეგროვების და უტილიზაციის სისტემა. გარემოს დაბინძურების და ჰაერის ხარისხის მონიტორინგს საქართველოში გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპი გარემოს ეროვნული სააგენტო ახორციელებს.


საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის ვებ გვერდზე ვკითხულობთ, რომ არის საჭიროებები, რომლებიც ყველა ნაგავსაყრელზე უნდა იყოს დაცული, ესენია:

  • ნარჩენების დაპრესვა და რეგულარული გადაფარვა თიხოვანი გრუნტის საიზოლაციო ფენით.
  • გამართული ინფრასტრუქტურის მოწყობა (მისასვლელი გზა,საკონტროლო პუნქტი, სამანქანო სასწორი, ღობე, წყლის დრენაჟის სისტემა.
  • ნაგავსაყრელზე მიწის მარაგით უზრუნველყოფა ნარჩენების ყოველდღიური გადაფარვის მიზნით.
  • თითოეულ ნაგავსაყრელზე სათანადო კვალიფიკაციის პერსონალის დანიშვნა და საჭირო ტექნიკის გამოყოფა.


ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველომ საკანონმდებლო ბაზის ევროკავშირთან ჰარმონიზაციის ვალდებულება აიღო, რაც იმას ნიშნავს რომ მყარი ნარჩენების მართვა საქართველოშიც ისეთივე წესის დაცვით უნდა მიმდინარეობდეს, როგორც ევროკავშირში. 


თბილისის საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონის მოწესრიგების საკითხს თბილისის მერი ჯერ კიდევ 2018 წელს გამოეხმაურა, კახა კალაძის თქმით გამოცხადდა 17 მილიონიანი ტენდერი, რომელიც თბილისის საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონის გამართულად ფუნქციონირებისათვის საჭირო პარამეტრების გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად. თუმცა ახლა 2021 წელია და ე.წ ლილოს ნაგავსაყრელის მიმდებარე სოფლების მაცხოვრებლები იგივე პრობლემის წინაშე დგანან რაც მანამდე ჰქონდათ.


ჩვენ ვესაუბრეთ კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის  ექსპერტს ნარჩენების მართვის საკითხებში ნინო თევზაძეს, მისი ინფორმაციით, კონკრეტულად ლილოს ნაგავსაყრელზე ადრინდელი მდგომარეობა დიდად არ შეცვლილა და არ გამოსწორებულა ის ხარვეზები რაც წლების წინ იყო.

კომენტარისთვის თბილისის მერიის დაქვემდებარებაში მყოფ კომპანიას, „თბილსერვის ჯგუფს“ დავუკავშირდით, მისი დირექტორი რომეო მიქაუტაძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ  ფრინველების რადარების არარსებობა იყო ერთ-ერთი მთავარი პრობლემა,  რომელიც ამჟამად უკვე მოგვარებულია,  ასევე გაზშემკრები სისტემის მოწყობასთან დაკავშირებით, რომელიც აირების შეგროვებას ისახავს მიზნად, მიმდინარეობს სახელმწიფო შესყიდვა მის პროექტირებასა და მშენებლობაზე. იფარება თუ არა ყველა სტანდარტის და საჭიროების შესაბამისად ნარჩენები გრუნტით, ის ამბობს რომ ყველა ეს პროცედურა წესების დაცვით მიმდინარეობს და ამ მხრივ გადაცდომები არ არის. პოლიგონის გადატანის საკითხი კი მათ კომპეტენციას არ წარმოადგენს და არსებული  თემის განხილვაც და გადაწყვეტაც  თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამოსილებაა. 

გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი მუკნიაშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებს რომ, დეპარტამენტმა არაერთხელ  შეამოწმა ლილოს პოლიგონი და ზოგადად „თბილსერვის ჯგუფის“ საქმიანობა და შესაბამისი რეგირებაც მოახდინა. 


ჯარიმა/სანქციები:

  • პირველად 2013 წელს ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ის დააჯარიმა 15000 ლარით, ხოლო მეორედ 45000 ლარით. შემოწმება ხორციელდება რეგულარულად. 
  • 2016 წელს განხორციელდა ნაგავსაყრელის ინსპექტირება და გამოვლინდა  ხარვეზები,დაითვალა თუ რა რაოდენობის ზიანი მიადგა გარემოს და ამ ციფრმა 21034,56 ლარი შეადგინა.
  • 2020 წლის 30 დეკემბრის N 4-360-20 დადგენილებით სასამართლომ თბილსერვის ჯგუფი სცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად და შეუფარდა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.



ამჟამად დეპარტამენში დაწყებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება და გატარდება შესაბამისი ღონისძიებები. შპს „თბილსერვის ჯგუფი“-ს მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონის ინსპექტირების ინტენსივობას განსაზღვრავს დეპარტამენტის მიერ გამოვლენილი დარღვევების აღმოსაფხვრელად წარდგენილი მიწერილობებით დადგენილი ვადები, ასევე დეპარტამენტში შემოსული მომართვები, საჩივრები ან/და შეტყობინებები.

Საქართველოს 2016-2030 წლის ეროვნული სტრატეგიული სამოქმედო  გეგმის შემუშავება მოხდა ნარჩენების მართვის კოდექსის და ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული დირექტივების მოთხოვნის შესაბამისად. სტრატეგია მოიცავს 15 წლიან პერიოდს, სამოქმედო გეგმა კი მუშავდება ყოველ 5 წელიწადში.


ამ თემაზე ვესაუბრეთ საქართველოს მწვანეთა მოძრაობის/დედამიწის მეგობრები თავმჯდომარეს ნინო ჩხობაძეს, რომელიც ამბობს რომ მყარი ნარჩენების კომპანიამ რეგიონული  მასშტაბით ჩაიბარა  50-ზე მეტი ნაგავსაყრელი და ამჟამად დარჩენილი აქვს 30-მდე. დანარჩენი დახურა, მაგრამ ემისია მაინც მიმდინარეობს. ახლა უკვე გაწერილია გეგმა ამ საკითხთან დაკავშირებით, ევროკავშირის დირექტივით უნდა დარჩეს 12 რეგიონული საყოფაცხოვრებო ნაგავსაყრელი, დანარჩენი უნდა დაიხუროს. რაც შეეხება სეპარირებას,  ნინო ჩხობაძის თქმით  შემუშავებულ სამოქმედო გეგმაში იყო ჩანაწერი, რომ 2019 წელს, პილოტურად, ზოგიერთ რეგიონში უნდა დაწყებულიყო  ნარჩენების გადახარისხება 2020 წლისათვის კი მთელი ქვეყნის მასშტაბით, მაგრამ ამ პროცესს ხელი კოვიდ პანდემიამ შეუშალა, ასევე გამოიკვეთა ტექნიკური აღჭურვილობის პრობლემაც. მისი აზრით ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ქიმიური ნარჩენების შეგროვების საკითხი, რომელსაც ნაწილობრივ დაარეგულირებს კანონი მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების შესახებ, რომ მწარმოებელმა თვითონვე  უზრუნველყოს ნარჩენის დახარისხება. ამ კანონის ძალაში შესვლის ბოლო ვადაა 2022 წლის 1 ივნისი. მისი განცხადებით ლილოს ნაგავსაყრელის გადატანა ჯერეჯრობით არ იგეგმება და ყველა ეს პროცესი რაც ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით მიმდინარებს პირდაპირ კავშირშია კონკრეტულად ამ საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონთან  და ემსახურება მისი ამჟამინდელი მდგომარეობის გაუმჯობესებას.


შეგახსენებთ, ლილოს ნაგავსაყრელზე ნაჟური წყლების სისტემის გაუმჯობესების მიზნით EBRD სესხს 3 მლნ ევროთი ზრდის. პროექტის განსახორციელებლად დაიხარჯება 7 მლნ ევრო. 

მყარი ნარჩენების პროექტთან დაკავშირებით 2018 წელს საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა, რომლის საფუძველზეც ბანკმა საქართველოს 15 მლნ ევროს ოდენობის სესხი გამოუყო. 

თბილისის მერიის ინფორმაციით, სესხის ფარგლებში მყარი ნარჩენების ნაგავსაყრელზე ნაჟური წყლების სისტემის გაუმჯობესებისთვის გამოიყო 4.3 მლნ ევრო. თუმცა, შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მითითებული თანხა საკმარისი არ არის და სისტემისმოსაწყობად დაახლოებით 7.4 მლნ ევრო უნდა განისაზღვროს. შესაბამისად, ცვლილება შედის პროექტში და სესხი 3 მლნ ევროთი მეტით იზრდება. ჯამურად, სესხი შეადგენს 18 მლნ ევროზე მეტს. პროექტის სავარაუდო დასრულების თარიღია 2023 წლის დეკემბერი.


წყარო: agro.jrc.ge, აგრიოგრემო Tv.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up