ლილოს ნაგავსაყრელზე ნაჟური წყლების სისტემის გასაუმჯობესებლად €7 მლნ დაიხარჯება

ლილოს ნაგავსაყრელზე ნაჟური წყლების სისტემის გასაუმჯობესებლად €7 მლნ დაიხარჯება

access_time2021-10-17 10:30:16

ლილოს ნაგავსაყრელზე ნაჟური წყლების სისტემის გაუმჯობესების მიზნით EBRD სესხს 3 მლნ ევროთი ზრდის. პროექტის განსახორციელებლად დაიხარჯება 7 მლნ ევრო. 

საკითხს, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განიხილავენ. 

კომიტეტის სხდომაზე დეპუტატმა მაია ბითაძემ ნაგავსაყრელზე ნაჟური წყლების სისტემის გაუმჯობესების მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

როდესაც ლილოს ნაგავსაყრელი მოეწყო, თავიდან მას არ ჰქონდა გარემოს ზემოქმედების შეფასება ჩატარებული. შესაბამისად, ლილოს ნაგავსაყრელმა წლების განმავლობაში შექმნა ძალიან ბევრი გარემოსდაცვითი პრობლემა. არ იყო გათვლილი ის რისკები, რომელიც ნაგავსაყრელს შეიძლებოდა მიეყენებინა გარემოსთვის და მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისთვის, რისი მაგალითებიც უკვე გვაქვს. ლილოს ნაგავსაყრელიდან იგივე ნაჟური წყლების სახით ხდებოდა როგორც ნიადაგის დაბინძურება, ასევე ადგილობრივ მოსახლეობას წლების განმავლობაში აწუხებს სუნი. ძალიან მნიშვნელოვანია, თბილისის მერიამ მოახერხა ის, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დახმარებით, შედგა პროექტი, - აღნიშნა მაია ბითაძემ. 

მყარი ნარჩენების პროექტთან დაკავშირებით 


2018 წელს საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა, რომლის საფუძველზეც ბანკმა საქართველოს 15 მლნ ევროს ოდენობის სესხი გამოუყო. 

აღნიშნული ხელშეკრულება გულისხმობს შემდეგი საინვესტიციო კომპონენტების განხორციელებას:

  • 74 ერთეული მყარი ნარჩენების შემგროვებელი ავტომობილების შეძენა. 
  • ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე მყარი ნარჩენების გადამზიდი სადგურის განახლება, რისთვისაც 1.7 მლნ ევრო დაიხარჯება. 
  • ლილოს ნაგავსაყრელზე ნაჟური წყლების სისტემის გაუმჯობესება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, სესხის ფარგლებში მყარი ნარჩენების ნაგავსაყრელზე ნაჟური წყლების სისტემის გაუმჯობესებისთვის გამოიყო 4.3 მლნ ევრო. თუმცა, შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მითითებული თანხა საკმარისი არ არის და სისტემისმოსაწყობად დაახლოებით 7.4 მლნ ევრო უნდა განისაზღვროს. შესაბამისად, ცვლილება შედის პროექტში და სესხი 3 მლნ ევროთი მეტით იზრდება. ჯამურად, სესხი შეადგენს 18 მლნ ევროზე მეტს. პროექტის სავარაუდო დასრულების თარიღია 2023 წლის დეკემბერი.


წყარო: ბიზნესპარტნიორი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up