დღეს გამოვლენილი 1 928 შემთხვევიდან, თბილისში არის - 788, აჭარაში - 551, იმერეთში - 245, ქვემო ქართლში - 87, შიდა ქართლში - 33, გურიაში - 35, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში - 93, კახეთში - 42, მცხეთა-მთიანეთში - 20, სამცხე-ჯავახეთში - 27, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 7, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ამ ეტაპზე, აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 17 437. 3 766 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 893, აჭარაში - 714; მძიმე პაციენტი - 429, მათ შორის, თბილისში - 201, აჭარაში - 75. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 106 პირი, მათ შორის, თბილისში - 59, აჭარაში - 25. 2 268 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 247 - აჭარაში, ხოლო 741 - თბილისში; 11 403 მკურნალობს ბინაზე.
დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 26 533 პირი, საიდანაც თბილისში არის 3 237 ადამიანი, აჭარაში - 10 245, იმერეთში - 3 861.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 28 431 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 10 767, გარდაიცვალა 201 პაციენტი.
კარანტინის რეჟიმში 4 112 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3 766, კოვიდ-სასტუმროში - 2 268, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
იმედინიუსი