Kelistones - მარი დუას „ამერიკული ოცნება“ - „მითხრა, თუ ამის დამზადება შეგიძლია, მაღაზიაში რატომ მუშაობო...“

Kelistones - მარი დუას „ამერიკული ოცნება“ - „მითხრა, თუ ამის დამზადება შეგიძლია, მაღაზიაში რატომ მუშაობო...“

access_time2022-11-28 12:40:50

მარი დუა, რომელსაც მომხმარებელი Kelistones-ის სახელით იცნობს, საქართველოდან ამერიკაში 2018 წელს წავიდა. ორი წლის წინ კი ერთმა უცნაურმა შეხვედრამ მისი ცხოვრება ძირფესვიანად შეცვალა, რის შემდეგაც საყვარელ საქმიანობას დაუბრუნდა და ძმასთან ერთად სამკაულის ონლაინ მაღაზია Kelistosnes-ი შექმნა, რომელიც ჯერ-ჯერობით მხოლოდ ქართველ მომხმარებელს ემსახურება.


Kelistosnes-ის სამკაულის ფასი 5-დან 279 ლარამდეა. ამჟამად მარი დუა ახალ კოლექციაზე მუშაობს, რომელიც კონკრეტულად ამერიკელ და უცხოელ მომხმარებელზე იქნება გათვლილი. გარდა ამისა, Kelistones-ს მალე ახალი ვებგვერდი ექნება, სადაც ახალი კოლექცია გამოიფინება.

 

მარი დუა „კომერსანტთან“ საუბრისასა ამბობს, რომ სამკაულს მთელი ცხოვრება ამზადებდა, მაგრამ ვერ იფიქრებდა, რომ ოდესმე ეს საქმე მის პროფესიად იქცეოდა.

 

„ვერ ვიტყვი რომ რაიმე კონკრეტული ამერიკული ოცნება მქონდა, უფრო ლოს ანჯელესი მიყვარდა. აქაური ენერგია, კულტურა და ხელოვნება ყოველთვის მიზიდავდა და კალიფორნიის ნახვა მინდოდა. ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ სამკაულის კეთებას ჩემი პროფესია გახდებოდა, მაგრამ მოვიდა ცხოვრებაში მომენტი, როცა მივხვდი, რომ ეს სიყვარული ჰობიზე მეტი იყო“,  გვიყვება მარი დუა.

 

მარი დუასთვის ამერიკაში ახალი ცხოვრების დაწყება და თავის დამკვიდრება იოლი არ ყოფილა. ერთმა შემთხვევამ კი მისი ცხოვრება ძირფესვიანად შეცვალა.


 

„ამერიკაში რომ ჩავედი, პრაქტიკულად ერთი წელი არსად მიმუშავია. მერე მაღაზიაში კონსულტანტად დავიწყე მუშაობა. იმ მომენტში ხელოვნება, ჩემი ხელსაქმე დავიწყებული მქონდა, ყოველდღიურობას ინერციით მივუყვებოდი. ერთ დღეს, მაღაზიაში ქალბატონი შემოვიდა და ნივთები შეიძინა. დახლთან რომ მოვიდა, ჩემს მინანქრის გულსაკიდზე შეაჩერა ყურადღება (საქართველოში დამზადებული მინანქრის გულსაკიდი მეკეთა). გაუკვირდა, თუ ამის დამზადება შეგიძლია, მაღაზიაში რატომ მუშაობო. მკითხა თუ გაყიდი, რამდენად გაყიდიო. კონკრეტული თანხა დავუსახელე. მერე ბანკომატთან მივიდა და თანხა გამოიტანა. მივხვდი, რომ შეძენას აპირებდა და გულსაკიდის მოხსნა დავიწყე. სამკაული არ გამომართვა, თანხა გამომიწოდა და მითხრა, არასოდეს დაგავიწყეს ამ ქვეყანაში რისთვის ჩამოხვედიო. მაღაზიიდან რომ გავიდა, თანხა გადავითვალე და ვნახე რომ 500$ იყო, პრაქტიკულად ჩემი 1 კვირის ხელფასი. გაოგნებული ვიყავი. ამის შემდეგ, მაღაზიაში მუშაობას თავი დავანებე, მე და ჩემმა ძმამ თანხა შევაკოწიწეთ, სამკაულის კეთება დავიწყე და ონლაინ მაღაზია kelistones.store-ი შევქმენით“, იხსენებს მარი დუა.


 


„იმ ქალბატონთან შეხვედრამ ჩემს შემართებაზე და მიზნისკენ სწრაფვაზე დიდი გავლენა იქონია. მაშინ, როცა ცხოვრებაში დაბნეული ხარ და ინერციას მიყვები, ასეთი შემთხვევა შენს მივიწყებულ, მაგრამ სწორ გზას გაჩვენებს“, ამბობს მარი.

 

 

მარი დუამ ბრენდზე აქტიურად მუშაობა ორი წლის წინ დაიწყო. პირველი კოლექცია ნატურალურ ქვებზე და ხის ჩანართებზე იყო კონცენტრირებული და  ყოველდღიურ სამკაულს მოიცავდა. ახალი კოლექცია - BOLDEMMARE უფრო ფერადია, სუფთა ვერცხლითა და მოოქრული თითბირით, ნატურალური ქვებითა და ფერადი შუშებით იქმნება და უკვე გაყიდვაშია.

 

 

მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up