გიორგი პაპაშვილის „ამერიკული ოცნება“, ბესტსელერი და ოქროს გლობუსი

გიორგი პაპაშვილის „ამერიკული ოცნება“, ბესტსელერი და ოქროს გლობუსი

access_time2023-01-14 22:30:35

„ყველაფერი შეიძლება მოხდეს“ – გიორგი პაპაშვლის წიგნია, რომელიც ამერიკაში ბესთსელერად იქცა. 1952 წელს ჰოლივუდში ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღეს, რომელიც „ოქროს გლობუსით“ დაჯილდოვდა.

 

 

გიორგი პაპაშვილი 1898 წელს სოფელ კობიაანთკარში დაიბადა. ამერიკაში ჩასვლამდე I მსოფლიო ომის დროს სნაიპერი იყო, შემდეგ მენშევიკებთან ერთად კონსტანტინოპოლში აღმოჩნდა, ვიზის შოვნა მოახერხა და ამერიკაში ჩავიდა. კალიფორნიაში მუშაობდა ჭურჭლის მრეცხავად, მზარეულად, ლითონჩამომსხმელ საამქროში მუშად და ერთხანს ჰოლივუდშიც მოღვაწეობდა.

 


თხუთმეტწლიანი ხეტიალის შემდეგ, გიორგი პაპაშვილმა ცოლად ამერიკელი მწერალი ქალი ჰელენ უაიტი შეირთო. წყვილმა ჰელენის მზითევით პენსილვანიის შტატში პატარა ფერმა იყიდა.

 



1938 წელს გიორგი პაპაშვილმა და ჰელენ უაიტმა დაწერეს რომანი, უფრო ზუსტად, ავტობიოგრაფიული ნოველების კრებული „ყველაფერი შეიძლება მოხდეს (Anything Can Happen). წიგნი 1945 წელს გამოიცა და ნამდვილ ლიტერატურულ სენსაციად იქცა – მთელ მსოფლიოში 1.5 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა და დაახლოებით 20 ენაზე (მათ შორის იაპონურად, ჩინურად და ურდუს ენაზე) ითარგმნა. წიგნი თბილისში 1965 წელს გამოქვეყნდა სათაურით „ქვეყანა, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს“.





1952 წელს გიორგი პაპაშვილის წიგნის მიხედვით ჰოლივუდში ამავე სახელწოდების ფილმი (რეჟისორი ჯორჯ სითონი) გადაიღეს, სადაც მთავარი როლები ჰოლივუდის ვარსკვლავებმა – ხოსე ფარერიმ და კიმ ჰანტერმა ითამაშეს. ფილმის ტექნიკური დირექტორი ლადო ბაბიშვილი იყო. ფილმის მუსიკა კომპოზიტორმა იუნგიმ და ალექსანდრე ფუტკარაძემ შექმნეს. ფილმში გამოყენებულია ქართული სიმღერები, მელოდიები და ცეკვები. თვითონ ავტორმა პატარა ეპიზოდური როლი შეასრულა. ფილმის პრემიერა 1952 წლის 3 აპრილს შედგა.


 


1953 წლის 26 თებერვალს კალიფორნიის შტატში, ლოს-ანჯელესის კინოფესტივალზე ფილმმა ოქროს გლობუსი“ აიღო ნომინაციაში „საუკეთესო ფილმი, რომელიც ხელს უწყობს საერთაშორისო თანხმობას“.

 

 

მოგვიანებით გიორგი პაპაშვილი ქანდაკებით დაინტერესდა, მუშაობდა ხეზე და ქვაზე, სულ 600-ზე მეტი ნამუშევარი შექმნა. 1979 წელს პენსილვანიაში გამოიცა მისი სკულპტურული ნამუშევრების ალბომი. საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში დაცულია მისი ერთ-ერთი ნამუშევარი – „რაში.

 

გიორგი პაპაშვილის სახელი შეტანილია ისეთ სოლიდურ გამოცემებში როგორებიცაა „ვინ ვინ არის ამერიკულ ხელოვნებაში და „ვინ ვინ არის XX საუკუნის ამერიკულ ლიტერატურაში. მისი არქივი დაცულია პენსილვანიის შტატის ლიჰაის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში. 1961 წელს გიორგი პაპაშვილი მეუღლესთან ერთად საქართველოს ეწვია, მოინახულა ახლობლები და შეხვდა ქართველ მწერლებს.

 


გიორგი პაპაშვილი 1978 წელს 80 წლის ასაკში კემბრიაში (კალიფორნია) გარდაიცვალა, შთამომავლობა არ დარჩენია.

 

 

 

 

 

 

 

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up