ინოვაციური პროდუქტები და აქციების საჯაროდ განთავსება - როგორ გეგმავს დიმიტრი ქუმსიშვილის „გრინ დაზღვევა“ ბაზრის წილის მოპოვებას

ინოვაციური პროდუქტები და აქციების საჯაროდ განთავსება - როგორ გეგმავს დიმიტრი ქუმსიშვილის „გრინ დაზღვევა“ ბაზრის წილის მოპოვებას

access_time2020-09-09 11:00:12

კომპანია „მეტრო ჰოლდინგმა“ და ყოფილი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის კომპანია „ახალი საინვესტიციო შესაძლებლობებმა“ ,,საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა“ წლის დასაწყისში იყიდა. თებერვლიდან დაიწყო კომპანიის რებრენდინგი, შეიცვალა სახელი და გახდა „გრინ დაზღვევა საქართველო / GREEN INSURANCE GEORGIA”. გარდა ამისა, მიღებული იქნა გადაწყვეტილება საწესდებო კაპიტალის 10,000,000 ლარამდე ზრდასთან დაკავშირებით.

 

„კომერსანტი“ დაინტერესდა რა სიახლეები შემოიტანა სადაზღვევო ბაზარზე „გრინ დაზღვევა საქართველომ“ მას შემდეგ, რაც მისი აქციების მფლობელები უმსხვილესი კომპანიები სს „მეტრო ავრასია ინვესთმენთ ჯორჯია“ და შპს „ახალი საინვესტიციო შესაძლებლობები“ გახდნენ, რომლებმაც საწესდებო კაპიტალი რამდენიმე მილიონამდე გაზარდეს და სადაზღვევო სექტორის განვითარებაში დიდი წვლილის შეტანა და კონკურენტუნარიანი პროდუქტების დანერგვა დააანონსეს. აღსანიშნავია, რომ „მეტრო ჰოლდინგის“ დამფუძნებლი გალიფ ოზთურქი, რომლის ანგარიშზე საქართველოში 3 000-მდე დასაქმებული და მილიარდობით ინვესტიციაა, პირველ სამ წელიწადში „გრინ დაზღვევის“ სადაზღვევო ბაზრის ხუთეულში მოხვედრას გეგმავს.

 

„გრინ დაზღვევა საქართველოს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და საქართველოს ყოფილი  ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე ორგანიზაციის აქციების საჯარო განთავსებისთვის მზადება მიმდინარეობს, თუმცა კორონავირუსმა კომპანიის განვითარების გეგმები შეაფერხა.

 

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს კომპანიის როგორც სტრუქტურული, ასევე შინაარსობრივი ცვლილება. ვემზადებით აქციების საჯარო განთავსებისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება კომპანიის ცხოვრებაში და დიდ ცვლილებებს მოუტანს. ყალიბდება გუნდი, რომელმაც ბაზარზე აქტიურად უნდა იმუშავოს, შესაბამისად მიმდინარეობს მზადება იმ პროცესებისთვის, რომელიც ხელს შეუწყობს კომპანიას ბაზარზე აქტიურ დამკვიდრებას. სამწუხაროდ, Covid 19-ის ფაქტმა მცირედით შეაფერხა კომპანიის განვითარების სიჩქარე, მაგრამ ახლა ვიმედოვნებთ რომ რაც დაგეგმილი გვაქვს, იმას განვახორციელებთ.

 


თავისი ოპერაციებით „გრინ დაზღვევა“ საკმაოდ პატარა კომპანიაა, სადაზღვევო ბაზარი კი ძალიან კონკურენტული, შესაბამისად ძალიან დიდი ენერგია იქნება ჩასადები ბაზრის წილის მოსაპოვებლად. თუმცა, ერთის მხრივ სადაზღვევო ბაზარი ძალიან კონკურენტულია და მეორეს მხრივ აქვს ძალიან დიდი პერსპექტივა. სწორედ ეს პერსპექტივა გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ნამდვილად ღირს ამ ბაზარზე მუშაობა, მისთვის ბრძოლა და ახალი პროდუქტების  დამკვიდრება. მიუხედავად კონკურენტული ბაზრისა, ღრმად მწამს, რომ ამ მიმართულებით განსავითარებელი ძალიან ბევრია, ასევე ბევრი ახალი და საინტერესო პროდუქტის შემოტანა იქნება შესაძლებელი“, - აღნიშნავს დიმიტრი ქუმსიშვილი.

 

დიმიტრი ქუმსიშვილი განმარტავს, რომ სხვადასხვა პარტნიორებთან ერთად, კერძო სექტორში, ძალიან აქტიურად მუშაობს სტარტაპ და ელექტრონული კომერციის ეკოსისტემის განვითარებაზე, ქვეყანაში ინვესტიციების და საუკეთესო საერთაშორისო კომპანიების მოზიდვაზე.

 

„გრინ დაზღვევისთვის“ ორი მიმართულებაა საინტერესოა, ერთი ეს არის თვითონ კონკურენცია. ამ მხრივ ბაზარზე არსებული პროდუქტები ყველა მიმართულებით იქნება ჩვენი მხრიდან შეთავაზებული. მეორე მიმართულება ის არის, რომ ვფიქრობთ ინოვაციური პროდუქტების შემოტანას და ამ მიმართულებების დანერგვას. ბაზარი შეზღუდულია და აქ ბევრი მოთამაშე ცდილობს თავისი წილი მოიპოვოს, თუმცა ბევრი მოთამაშის არსებობა მომხმარებლებისთვის კარგია, რადგან როცა კონკურენცია მაღალია, უფრო და უფრო კარგი პირობების შეთავაზება ხდება მათთვის. მეორე საკითხია ის, რომ მთლიანად მთელი ბაზარი გაიზარდოს. მე პირადად მეორე ნაწილი ძალიან მაინტერესებს, თუ როგორ არის შესაძლებელი ბაზრის მოცულობის ზრდა, ამ მხრივ კი ჩემი ხედვის გარდა მნიშვნელოვანია კვლევებიც, სადაც შედარებულია განვითარებადი ქვეყნების ბაზრები და სრულიად რეალურია საქართველოს სადაზღვევო ბაზრის ზრდა.

 

ინოვაციური პროდუქტები ვახსენე და მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა უმუშევრობის დაზღვევის კარგად განვითარება, რასაც „გრინ დაზღვევა“ გეგმავს. კიდევ არის ბევრი პროდუქტები რომელიც დღეს ბაზარზე ასე მკაფიოდ არ არის წარმოდგენილი და გუნდის შიგნით აქტიურად ვმუშაობთ, რომ სწორად დავინახოთ თუ სად და რა მიმართულებით შეიძლება ბაზარზე შესვლა და დამკვიდრება. რაც შეეხება კომპანიის ყიდვის შემდეგ განხორციელებულ ცვლილებებს, მართალია პანდემიამაც ხელი შეგვიშალა, მაგრამ ბევრი დროც არ გასულა, რომ ძირეული ცვლილებები მოგვესწრო, თუმცა ასევე ვფიქრობ რომ ადამიანი კმაყოფილებას არ უნდა მიეცეს, შესაბამისად კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო“, - აცხადებს ქუმსიშვილი.

 

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 6 თვის მონაცემებით, მოზიდული სადაზღვევო პრემიით „გრინ დაზღვევა საქართველო“ მე-17 ადგილზეა (1.64 მლნ. ლარი), რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდისგან უმნიშვნელოდ განსხვავდება, 2019 წლის 6 თვეში ეს მონაცემი 1.61 მლნ. ლარს გაუტოლდა. რაც შეეხება ზარალს, 2020 წლის II კვარტალში, კომპანიამ 90 000 ლარის ზარალი აანაზღაურა.


ნინო თამაზაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up