„კომერსანტის“ ექსკლუზივი: „სადაზღვევო კომპანია „კამარა“  „მეტრო ჰოლდინგმა“ და დიმიტრი ქუმსიშვილის კომპანიამ შეიძინა

„კომერსანტის“ ექსკლუზივი: „სადაზღვევო კომპანია „კამარა“ „მეტრო ჰოლდინგმა“ და დიმიტრი ქუმსიშვილის კომპანიამ შეიძინა

access_time2020-02-07 10:10:14

„კომერსანტის“  ექსკლუზიური ინფორმაციით, სადაზღვევო კომპანია „კამარა“ მენეჯმენტის კომპანია „მეტრო ჰოლდინგმა“ და ყოფილი  ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის კომპანიამ  შეიძინა.


ჩვენივე ინფორმაციით, გარიგების ოდენობა 6 მილიონ ლარს შეადგენს.


„კომერსანტს“ აღნიშნული ინფორმაცია ორივე მხარემ დაუდასტურა.როგორც გავარკვიეთ, მეტრო ჰოლდინგის დამფუძნებელმა გალიფ ოზთურქმა და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებამ   „ახალი საინვესტიციო შესაძლებლობები“  სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისგან სს „საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა“-ს აქციების შეძენის შესახებ  თანხმობა მიიღო.


„მოხარული ვართ,რომ მივიღეთ თანხმობა და შევძლებთ ჩვენს პარტნიორთან ერთად წვლილი შევიტანოთ საქართველოში სადაზღვეო სექტორის განვითარებაში.გვჯერა, რომ წარმატების საწინდარი ღია, პასუხისმგებლიანი და გამჭვირვალე ბიზნესის წარმოება გამოცდილ მენეჯერებთან ერთად. კომპანიის განვითარებისთვის დიდი წარმატებაა, რომ ჩვენი მოწვევით სწორედ ბატონი დიმიტრი ქუმსიშვილი იქნება სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. აღსანიშნავია, რომ ბატონი დიმიტრის კომპანიას ჩვენივე ინიციატივით გამოვუყავით ფინანსური რესურსი (სესხი) რათა სწორედ ეს კომპანია გამხდარიყო ჩვენი პარტნიორი. ბატონი დიმიტრი დაგვთანხმდა და  დღეს შპს „ახალი საინვესტიციო შესაძლებლობები“ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. დარწმუნებული ვართ კომპანია წარმატებული იქნება და შევძლებთ ქვეყნისა და რეგიონის განვითარებაში წვლილის შეტანას“-განუცხადა „კომერსანტს“ „მეტრო ჰოლდინგის“ დამფუძნებელმა გალიფ ოზთურქმა.

 

მისივე განმარტებით, სს „მეტრო ავრასია ინვესთმენთ ჯორჯიამ“ და შპს „ახალი საინვესტიციო შესაძლებლობები“ სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისგან სს „საერთაშორისო სადაზღვეო კომპანია კამარა“-ს აქციების შეძენის შესახებ, თანხმობის მიღებამდე  არაერთი მნიშვნელოვანი პროცედურა გაიარა.

 

 მათ შორის,  შესწავლილ იქნა კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტაცია/ინფორმაცია,  მათ შორის  ინფორმაცია მნიშვნელოვანი წილის შემძენი პირ(ებ)ის ფინანსური მდგომარეობისა და ფულის წარმოშობის შესახებ გარიგების ღირებულების ფარგლებში.

 

 ამასთან, მნიშვნელოვანი წილის შემძენმა აქციონერებმა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის კანდიდატებმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, შალვა ახრახაძემ და ოზგურ გუვენმა დააკმაყოფილეს დაზღვევის შესახებ კანონით გათვალისწინებული აქციონერების და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების შესაფერისობის კრიტერიუმები, რომლებიც გულისხმობს შემდეგს:

 

  • პირს ეკრძალება იყოს მზღვეველის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერი, თუ  სასამართლომ ცნო მხარდაჭერის მიმღებად და სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

 

  •  ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის;

 

  •  ნასამართლევია ეკონომიკური დანაშაულისთვის და არ აქვს გაქარწყლებული ნასამართლობა;

 

  • არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც უკრძალავს მას სადაზღვევო საქმიანობას;

 

  • თუ წარსულში იყო სადაზღვევო კომპანიის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი, ან ადმინისტრატორი და მისი საქმიანობის პერიოდში ეს კომპანია გაკოტრებულად გამოცხადდა.



 აღნიშნული გარიგება „კომერსანტს“ დაუდასტურა ყოფილმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმაც. „ვადასტურებ, რომ სს „მეტრო ავრასია ინვესტმენტ ჯორჯიამ“ და   შპს „ახალმა საინვესტიციო შესაძლებლობებმა“ კანონმდებლობის სრული დაცვით მიიღეს თანხმობა სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისგან , საერთაშორისო სადაზღვეო კომპანია „კამარას“ 100% წილის შესყიდვაზე.

 

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ბატონ გალიფ ოზთურქს, რომელმაც მიმიწვია აღნიშნულ კომპანიაში, მაქსიმალურად ხელი შემიწყო გავმხდარიყავი პარტნიორი და წარმადგინა სამეთვალყურეო საბჭოს წევრად


რაც ეხება კომპანიას, თავისი ოპერაციებით საკმაოდ პატარა კომპანიაა,სადაზღვეო ბაზარი ძალიან კონკურენტულია, შესაბამისად ძლიან დიდი ენერგია იქნება ჩასადები ბაზრის წილის მოსაპოვებლად.


დამატებით გაგიმხელთ, რომ სხვადასხვა პარტნიორებთან ერთად,კერძო სექტორში, ძალიან აქტიურიად ვმუშაობ სტარტაპ და ელექტრონული კომერციის ეკოსისტემის განვითარებაზე, ქვეყანაში ინესტიციების და საუკეთესო საერთაშორისო კომპანიების მოზიდვაზე-განუცხადა ქუმსიშვილმა „კომერსანტს“.


ცნობისთვის,სადაზღვევო კომპანია ,,კამარა” 2013 წელს დაარსდა.კომპანია შექმნილია 100%-იანი თურქული ინვესტიციით. ,,ამარა” მომხმარებელს სთავაზობს არასიცოცხლის დაზღვევის ფართო არჩევანს.


დაზღვევის ზედამხედველობის სახელმწიფო სამსახურის ანგარიშის თანახმად, 2019 წლის 9 თვის მონაცემებით, მოზიდული სადაზღვევო პრემიით ბაზარზე „კამარა“ ბოლო, მე-17 ადგილზეა (2.38მლნ. ლარი). 2019 წლის პირველ 9 თვეში „კამარამ“   0.11  მლნ ლარის ზარალი აანაზღაურა.


დაზღვევის ზედამხედველობის სახელმწიფო სამსახურის მონაცემებით, სადაზღვევო ბაზარზე 17 კომპანია ოპერირებს. 16 მათგანი ფლობს სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას, ხოლო ერთი მათგანი მხოლოდ არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.

 

რაც შეეხება კომპანია მეტრო ჰოლდინგს“:  სააქციო საზოგადოებისა და მასთან აფილირებული კომპანიების მიერ დასაქმებულთა რაოდენობა სხვადასხვა დროს მერყეობდა 1000-დან 2000-მდე ფარგლებში. გარდა ბიზნეს საქმიანობისა, გალიფ ოზთურქი აქტიურად ეწევა საქველმოქმედო საქმიანობას. მთავრობის მიერ დაფუძნებულ სოლიდარობის ფონდში შემოწირულობის სახით ჩარიცხა 3 მილიონი ლარი.


გალიფ ოზთურქის ინიციატივით საცხოვრებელი  ბინით დასაჩუქრდა რამოდენიმე მრავალშვილიანი ოჯახი ბათუმში. გალიფ ოზთურქი კვლავაც აგრძელებს საქართველოში საქმიანობას, რომელიც გულისხმობს როგორც ბიზნეს, ასევე საქველმოქმედო ხასიათის ღონისძიებების განხორციელებას ქართველი ხალხის დახმარების მიზნით.

 

 

სოფო ქსოვრელი 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up