ფულის გაცემა  ამ კვირიდან დაიწყება- გახარია

ფულის გაცემა ამ კვირიდან დაიწყება- გახარია

access_time2020-05-27 17:42:23

„ფულის გაცემა  ამ კვირიდან დაიწყება“- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის რომან კაკულიას კითხვების საპასუხოდ განაცხადა. ქვეყნის მეთაურმა საკუთარ გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ბიუჯეტზე და სასურსათო უსაფრთხოებაზე.



„ბიუჯეტის წარდგენის პარლამენტის რეგლამენტის მიერ განსაზღვრული კონკრეტული თარიღები არსებობს. მთავრობას ბიუჯეტის წარდგენა შეუძლია 5 ივნისამდე, ჩვენ ამ ვადას არ გადავაცილებთ. რაც შეეხება ბიუჯეტის პარამეტრებს უკვე ერთხელ ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ პანდემიამდე ნაერთი ბიუჯეტი - ჩვენ გვქონდა 13,7 მლრდ რომელიც შემცირდა 11,9 მლრდ- მდე და არის 1,8 მილიარდი. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ხარჯები არის 350 მილიონი, ეს არის კონკრეტულად ჯანდაცვის პირდაპირი ხარჯები ვირუსთან ბრძოლის, ტესტი, აღჭურვილობა, მკურნალობა და კიდევ ბევრი რაღაც. 1, 3 მილიარდი ეს არის სოციალური დახმარება მოქალაქეებზე 1,7 მილიარდი ეს არის ბიზნესის დახმარება და სულ ეს არის დაახლოებით 4,3 მლრდ. მნიშვნელოვანი ციფრი რომელიც დაგაკლდათ ეს იყო ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელი რომელიც გაზრდილია 6-დან და 8,5-მდე. ეს არის ის პარამეტრები რომელიც ჩვენ სავალუტო ფონდთან შეთანმხებული გაქვს ეს არის ბიუჯეტის ის პარამეტრები რომელიც საპროგნოზო, კირიზისული მაგრამ რომელიც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ვიმოქმედოთ იმ სოციალური დახმარების და ანტიკრიზიული გეგმების ფარგლებში რომელიც უკვე წარდგენილი იყო.



სისტემა არ იყო ეს მარტივი, მაგრამ ჯანდაცვის სამინისტრო, სოციალური დახმარების სააგენტო, ისევე როგორც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური უკვე კარგად მუშაობენ ერთმანეთთან. რეალური ფულის გაცემა  ამ კვირიდან დაიწყება. ჩვენ არასოდეს არ გაგვიცია დაპირება, რომ ეს იქნებოდა ამ პირველ აპრილს ან პირველ მაისს ჩვენ ვთქვით, რომ ეს ყველაფერი იქნებოდა 20 მაისის შემდგომ როგორც ვთქვით ისევ ვამბობ. არ მინდა სპეკულაციების კორიდორი დავტოვო, ყველა ადამიანი რომელსაც ეს საჭიროება ექნება და დასაბუთებული იქნება ეს საჭიროება ამ დახმარებას მიიღებს.


რაღაც მოდელები თანამშრომლობის, ერთობლივი მუშაობის ბიზნესთან კონკრეტულ კომპანიებთან უკვე დავალაგეთ მაგრამ ასევე სახლემწიფოს მხრიდან რეზერვების შექმნის შემდეგ უკვე დამოუკიდებლად რომ ვიმოქმედოთ აქაც გარკვეული სქემები გაქვს. მინდა გითხრათ რეზერვები ჯერ კიდევ არსებობს და ჩვენ ამ მუშაობას ვაგრძელებთ. მეორე ტალღისთვის ბევრად უფრო მომზადებულები ვიქნებით. სასურსათო უზრუნველყოფის კუთხით არანაირ პრობლები არ იქნება როგორც ამ კრიზის დროს რომელიც იყო აბსოლუტურად მოულოდნელი, დაახლოებით ერთი-ორი საათი რამოდენიმე მსხვილი სუპერმარკეტის დახლებზე იყო რაღაც პატარა დეფიციტი აბსოლუტურად დაუსაბუთებელი მაგრამ იყო ასეთი შემთხვევები და ამაზე ხდებოდა სწრაფი რეაგირება და ეს დახლები ივსებოდა. უკეთესი მზაობა გვექნება ამ ნაწილში რაც შეეხება მეორე ტალღას“ ,- განმარტავს გიორგი გახარია.

 


ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up