რატომ ვერ მოხერხდა, რომ დღეს თქვენ ამ მოხსენების ფონზე გქონოდათ წარმოდგენილი ბიუჯეტი - კაკულიას კითხვები პრემიერს

რატომ ვერ მოხერხდა, რომ დღეს თქვენ ამ მოხსენების ფონზე გქონოდათ წარმოდგენილი ბიუჯეტი - კაკულიას კითხვები პრემიერს

access_time2020-05-27 15:00:24

„რატომ ვერ მოხერხდა, რომ დღეს თქვენ ამ მოხსენების ფონზე გქონოდათ წარმოდგენილი ბიუჯეტი“, - ამ კითხვით მიმართა პარლამენტში ანგარიშის წარსადგენად მისულ საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ. ამასთან მმართველი გუნდის წევრმა საქართველოს პრემიერს ჰკითხა როგორ დაიხარჯება StopCov ფონდში ჩარიცხული თანხა.


„რატომ ვერ მოხერხდა რომ დღეს თქვენ ამ მოხსენების ფონზე გქონოდათ წარმოდგენილი ბიუჯეტი იმიტომ, რომ ოპოზიციის გარკვეულ ნაწილი, რომელიც ცინიკურ-დემაგოგიური ფრთა არის ირჩევს ისეთ სტრატეგიას, რომ იღებენ ერთ სეგმენტს ასახელებენ ერთ ციფრს და შემდეგ მსჯელობენ ეს საკმარისია თუ არა. არის შემთხვევა, როდესაც მიანიშნებენ ერთ წყაროს და ამით მთავრდება ხოლმე. ასეთი კითხვების ობიექტური პასუხი არის მთელი სურათის დანახვა, სადაც ჩვენი იმედია დავინახავთ რა შეზღუდა მთავრობამ, რა თქმა უნდა რომელი პრობლემები შეიზღუდა და რელევანტური იყო შეზღუდვა. მაშინ მოგვეცემა საშუელაბა ასეთ ოპინირებას მყარად გავცეთ პასუხი, რადგან მთლიანი სურათის დანახვა როგორც თქვენ ბრძანეთ არის მნიშვნელოვანი. ასევე ხაზი გაუსვით რომ საერთაშორისო მხარდაჭერის მთავარი პირობა არი ბალანსის დანახვა ბიუჯეტში და დიახ, არც ერთი შენიშვნის დამსმელი ასე არ უყურებს საკითხს და მთლიანი ბიუჯეტის ნახვა ძალიან მალე საჭირო იქნება. დღეს რატომ ვერ მოხერხდა რაიმე ხომ არ არის მიზეზი რის გამც ეს ისევ იზღუდება.


მეორე შეკითხვა ფონდს ეხება ძალიან ბევრმა ადამიანმა, ამ მნიშნელოვან ფონდში ძალიან ბევრი თანხა ჩადო და კარგი იქნება თუ გვეცოდინება პრინციპი ზუსტად როგორ დაიხარჯება ეს ფული. საერთო თანხა ჩაიწერება თუ იქნება რაღაც კონკრეტული მიმართულებები?



მესამე შეკითხვა შეეხება ზოგადად მმართველობის თემას. ბევრი შეკითხვა მოდის ასეთი -გასაგებია თანხა გასაგებია ადრესატი, მაგრამ მისვლის პროცედურებში არის ძალიან ბევრი ხარვეზი. მესმის რომ აქ ადამიანური რესურსის პრობლემაა, ყველა ამ თანხის მიმტანი სხვადასხვა ინსტიტუციაში და იოლი ნამდვილად არ არის, მაგრამ ამის მონიტორინგი სისტემა როგორი გაქვთ? თქვენ თუ ხედავთ ამ გამოწვევებს და როგორ გეგმავთ მოვაგვაროთ ეს კონკრეტული თემა?


მეორე შეკითხვა - რადგან ვფიქრობთ, რომ  შესაძლოა ვირუსი გაგრძელდეს ის პროდუქტები რომელთაც ამ ეტაპზე სუბსიდიით მიუდექით  ნოემბერში ასეთი მოცემულობა ისევ რომ დაადგეს არსებობს თუ არა რაიმე სტრატეგია სწორედ ასეთი უშუალო პროდუქტების მიმართ და ეს იქნება რეზერვების შექმნა თუ მათი კონკრეტული სტიმულირების მექანიზმები, რომ დადგეს ზუსტად ეგრე მოცემულობა შემოდგომაზე კონკრეტულად იმ პროდუქტის ჯგუფის მიმართ რა სტრატეგია გვაქს?“, განაცხადა რომან კაკულიამ.



ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up