შეძლებს თუ არა დღიურად 33 000 აცრას ჯანდაცვა, წლის ბოლომდე 60%–იანი შედეგის მისაღწევად

შეძლებს თუ არა დღიურად 33 000 აცრას ჯანდაცვა, წლის ბოლომდე 60%–იანი შედეგის მისაღწევად

access_time2021-08-11 12:00:43

11 აგვისტოს მდგომარეობით კოვიდის წინააღმდეგ 1 დოზით აცრილ პირთა რაოდენობა 478 ათასს - მოსახლეობის 12.9%-ს, მათ შორის 2 დოზით აცრილთა რაოდენობა კი 211 ათასს - მოსახლეობის 5.7%-ს შეადგენს, რაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ევროპაში. მართალია, დღიურად აცრილ პირთა რაოდენობამ ბოლო პერიოდში 20 ათასს გადააჭარბა, მაგრამ გეგმის ჩამორჩენის შემდეგ, ეს უკვე არასაკმარისი რაოდენობაა. ანტივაქსერულ განწყობებთან ერთად ვაქცინაციის ტემპს ის ფაქტიც ანელებს, რომ ყველა კლინიკაში ყველა ვაქცინა ფაქტობრივად არასდროსაა.


რამდენი ადამიანის აცრა შეუძლია 1 კლინიკას დღიურად? – ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული. აცრები, როგორც წესი, 10:00 სთ-ზე იწყება და 18:00 სთ-ზე მთავრდება, თუმცა ზოგ დღეს კაბინეტი მხოლოდ 14:00 სთ-დან იხსნება და მაინც 18:00 სთ-ზე იკეტება. იშვიათ შემთხვევაში კაბინეტი შეიძლება 09:00 სთ-ზეც გაიხსნას და 20:00 სთ-ზე დაიკეტოს. ორ აცრას შორის ინტერვალი ზოგჯერ 3 წუთია, ზოგჯერ 6, 12 ან მეტი. შესაბამისად 1 კაბინეტში დღიურად ზოგჯერ 28 აცრა კეთება, ზოგჯერ 67.


თუ ავიღებთ 1 ადამიანის აცრისთვის საშუალოდ 6 წუთს და 10–საათიან სამუშაო გრაფიკს, მაშინ 1 კაბინეტს დღიურად, საშუალოდ, 100 ადამიანის მომსახურება შეეძლება. ჯანდაცვის სამინისტროდან „კომერსანტს“ აცნობეს, რომ აცრებისთვის ქვეყანაში (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) სულ 172 კლინიკაა მობილიზებული. ამცრელ კაბინეტთა რაოდენობა კი 354-ს შეადგენს, საიდანაც 167 თბილისშია. 354*100=35 400. არსებული კაბინეტების სრული დატვირთვით მუშაობის შემთხვევაში დღიურად 35 ათასზე მეტი აცრის გაკეთებაა შესაძლებელი, რაც ახალი სამიზნე მაჩვენებელის – თვეში 1 მლნ აცრის ჩატარების შესაძლებლობას იძლევა. ზოგიერთ შემთხვევაში კითხვარის შევსების ხანგრძლივობის ზრდის ან რაიმე სხვა გაუთვალისწინებელ ფაქტორის გათვალისწინების შემთხვევაშიც კი, თვეში 1 მლნ აცრისთვის დღიურად 33 ათასი აცრაც საკმარისია.


ერთი რამ ფაქტია – ვაქცინაციის დაწყებიდან, 15 მარტიდან 10 აგვისტომდე საქართველოში 689 000 აცრაა ჩატარებული. ანუ, 5 თვეში, დაახლოებით 150 დღეში. გამოდის, დღიურად ამ პერიოდში დაახლოებით 4 600 მოქალაქე იცრებოდა. ვაქცინაციის ასეთ დაბალ ტემპს ბევრი ფაქტორი განაპირობებდა – ვაქცინების დეფიციტი, ადმინისტრირების პრობლემები, ანტივაქსერული კამპანია და სხვ.


თუ თბილისში აცრის პუნქტამდე მისასვლელად საზოგადოებრივი ტრანსპორტით 50 თეთრიც საკმარისია, რეგიონებში პრობლემა უფრო სერიოზულად დგას. მგზავრობის ფულის არქონის, უტრანსპორტობის, ან ჯანმრთელობის პრობლემის გამო, ადამიანებს არათუ სხვა ქალაქში, ზოგ შემთხვევაში რაიონულ ცენტრამდე მიღწევაც არ შეუძლიათ. დამატებით პრობლემას რეგისტრაცია წარმოადგენს, რომელიც მართალია ტელეფონითაც შესაძლებელია, მაგრამ ამისთვის რამდენჯერმე დარეკვა და ზარის გასვლის შემდეგ 15-20 წთ-ის ლოდინია საჭირო.


პანდემიის დასამარცხებლად მოსახლეობის მინიმუმ 60%-ის ორი დოზით აცრაა საჭირო. მოსახლეობის 60 პროცენტი 2.22 მლნ ადამიანია, დღეის მდგომარეობით აცრილთა რაოდენობაზე 10.9-ჯერ მეტი. საყოველთაო ვაქცინაციისთვის საჭირო 4.44 მლნ დოზა აცრიდან 10 აგვისტოს მდგომარეობით ჩატარებულია მხოლოდ 689 ათასი, ანუ დარჩენილია 3.716 მლნ აცრა. დღიურად 33 000 აცრით ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელია, არსებული 23 000-ით ვერა. უკეთეს შემთხვევაში, თუ მოსახლეობის 70% აიცრება, სრულად ვაქცინირებული 2.6 მლნ ადამიანი იქნება, ოღონდ ამისთვის 4.5 მლნ აცრის ჩატარება იქნება საჭირო, ამისთვის კი 1-ელ დეკემბრამდე დღიურად 40 000 აცრა უნდა ჩატარდეს. არსებული ტემპით კი – 23 000 ვაქცინა დღოიურად, მოსახლეობის 60% მხოლოდ 2022 წლის იანვრის ბოლოს იქნება აცრილი, 70% - თებერვლის ბოლოს.



15 მარტს ვაქცინაციის პროგრამა ასტრაზენეკით დაიწყო. დღეს ამ ვაქცინის მიღება მხოლოდ 45 წელს გადაცილებულ პირებს შეუძლიათ. თბილისში მისი მიღება მხოლოდ ვაკეში, საბურთალოზე და ისანში 3 კლინიკის 8 კაბინეტშია შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ Booking.moh.gov.ge-ზე ჩამონათვალში კრწანისსაც აჩვენებს, მასზე გადასვლისას შესაბამისი კლინიკა აღარ ჩნდება.


მდგომარეობა უფრო რთულია რეგიონებში. აჭარაში ასტრაზენეკაზე, მხოლოდ ბათუმის 1 კლინიკის 1 კაბინეტი მუშაობს. გურიაში მხოლოდ ოზურგეთის 1 კლინიკა, მაგრამ ამ 1 კლინიკაშიც მხოლოდ 1 ადგილია დარჩენილი 25 აგვისტოს 16:00 სთ-ზე. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ გურიაში აღნიშნული ვაქცინა საერთოდ არ არის. სამეგრელო-ზემო სვანეთში ზუგდიდში 20 დოზაღაა დარჩენილი. იმერეთში ადგილები მხოლოდ საჩხერესა და ქუთაისშია. მცხეთა-მთინეთში - მცხეთაში, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - ამბროლაურში, სამცხე-ჯავახაეთში ახალციხეში, ქვემო ქართლი მარნეულსა და რუსთავის ორ კლინიკაში, შიდა ქართლში გორის 1 კლინიკის 2 კაბინეტში, კახეთში თელავსა და ლაგოდეხში, ოღონდ თელავში მხოლოდ 4 დოზაღაა დარჩენილი.




ჯამში თბილისს გარეთ 63 მუნიციპალიტეტიდან ასტრაზენეკათი აცრა მხოლოდ 12 რაიონშია შესაძლებელი და ამ 12-დანაც ოზირგეთსა და თელავში ჯამში ვაქცინის 5 დოზაღაა ხელმისწავდომი. Commersat აღნიშნულ თემაზე ადრეც წერდა, რომ პირველი დოზით აცრილები ვაქცინის მეორე დოზას ვეღარ იღებდნენ და თუ როდის იქნებოდა მათ რაიონში შესაბამისი ვაქცინა ვერც 1522-ზე, ვერც 144-ზე, ვერც ჯანდაცვის სამინისტროსა და ვერც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცხელ ხაზზე ვერ ღებულობდნენ. მას შემდეგ უკეთესობისკენ არაფერი შეცვლილა.


სხვა ვაქცინებთან მომართებაში მდგომარეობა შედარებით უკეთესია, მაგრამ მოთხოვნა მაინც ვერ კმაყოფილდება. booking.moh.gov.ge-ს თანახმად, ამჟამად თბილისში ფაიზერით აცრა 31 კლინიკის 80 კაბინეტშია შესაძლებელი.


აჭარაში ფაიზერის ვაქცინაცია ხელვაჩაურის გარდა ყველა რაიონში შესაძლებელია. გურიაში ვაქცინა მხოლოდ ოზურგეთის კლინიკაშია. სამერელო-ზემო სვანეთში ზუგდიდში, მარტვილში, ფოთში, ჩხოროწყუში, წალენჯიხასა და ხობში. სენაკში, აბაშასა და მესტიაში არა. იმერეთში ფაიზერის გარეშე ვანი, ხარაგაული და ჭიათურაა დარჩენილი. მცხეთა-მთიანეთში ვაქცინის მიღება მცხეთასა და დუშეთში შეიძლება, რაჭაში - ამბროლაურში, სამცხე ჯავახეთში ფაიზერიც ვაქცინა ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომის, ადიგენისა და ნინოწმინდის კლინიკებში შეიძლება. ქვემო ქართლში ბოლნისში, გარდაბანში, მარნეულსა და რუსთავში. შიდა ქართლში გორში, ქარელსა და ხაშურში, კახეთში სიღნაღისა და ლაგოდეხის გარდა ყველგან. ჯამში ფაიზერით აცრა თბილისის გარდა 42 რაიონშია შესაძლებელი.


ფაიზერი ერთადერთი ვაქცინაა, რომლითაც 16-17 წლის მოზარდებისა და ორსულების აცრაა დაშვებული.


სინოფრამი და სინოვაკი მცირეოდენი გამონაკლისის გარდა მთელს საქართველოში ხელმისაწვდომია.


ბრიტანეთის, ისრაელისა და სხვა მრავალი ქვეყნის გამოცდილებაზე დაყრდნობით შეიზლება ითქვას, რომ ვაქცინა ამცირებს ინფიცირების შესაძლებლობას მნიშვნელოვნად ამცირებს დაავადების მძიმედ განვითარების შესაძლებლობას და თითქმის ნულამდე დაჰყავს კოვიდით გარდაცვალების შესაძლებლობა. საქართველოში სრულად აცრილ პირებს შორის კოვიდით გარდაცვალების ფაქტი არ დაფიქსირებულა.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up