Astrazeneca-ს ვაქცინა რეგიონებში არ არის - მოქალაქეები მეორე დოზით ვეღარ იცრებიან

Astrazeneca-ს ვაქცინა რეგიონებში არ არის - მოქალაქეები მეორე დოზით ვეღარ იცრებიან

access_time2021-07-28 10:00:41

კოვიდის შემთხვევების დრამატული ზრდის ფონზე საქართველოში ვაქცინაცია კვლავ პრობლემად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო კვირებში სხვადასხვა ვაქცინის 0.5 მლნ-ზე მეტი დოზა შემოვიდა, ის არათანაბრად განაწილდა. რეგიონებში ასტრაზენკით მაისში აცრილი ადამიანები, მეორე დოზას ამ დრომდე ელოდებიან.


ასტრაზენეკაზე პრობლემა ივნისში შეიქმნა. ოფიციალური განმარტებით, თვითმფრინავმა, რომლის ბორტზეც 43 000 დოზა ვაქცინა უნდა ყოფილიყო, თბილისის აეროპორტში დააგვიანა. რატომ დაგვიანდა მოწოდება ან რატომ არ მოხდა შესაძლო რისკების წინასწარ გათვალისწინება, ამაზე განმარტება აღარ გაკეთებულა. 21-22 ივნისს კლინიკებში ასაცრელად მისული მოქალაქეები უკან გააბრუნეს. სხვებს ლათინური შრიფტით sms-ები დაუგზავნეს და ჯავშნის გაუქმება „Mowodebis sheferxeba”-ს დაუკავშირეს. მალევე ცნობილი გახდა, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში მაცივარში, სადაც ასტრაზენეკას 700 დოზა ინახებოდა, „მცირე ტემპერატურული გადახრა“ დაფიქსირდა. ამირან გამყრელიძის თქმით, ვაქცინის პირველი პარტია სრულად იმიტომ გაიხარჯა, რომ მას ვადა მაისის ბოლომდე ჰქონდა და მათი მეორე დოზად შენახვა ვერ მოხერხდებოდა. ვაქცინის შეზღუდული რაოდენობა, იმ ადამიანებისთვის გამოიყენეს ვისაც პირველი აცრიდან 10 კვირა ან მეტი ჰქონდა გასული.


ასტრაზენეკას დამატებით 43 200 დოზა საქართველოში 10 ივლისს შემოვიდა, ლიეტუვის მიერ ნაჩუქარი 15 000 დოზა კი 24 ივლისს. ამის მიუხედავად რაიონებში ის კვლავ ხელმიუწვდომელია. კახეთში სულ 8 მუნიციპალიტეტია, ვაქცინა კი მხოლოდ ორგანაა: თელავსა და ლაგოდეხში. გურჯაანში, დედოფლისწყაროში, სიღნაღში, ახმეტაში, ყვარელსა და საგარეჯოში ასტრაზენეკით აცრა კვლავ შეუძლებელია. ცხელ ხაზზე 1522-ზე დარეკვისას უმეტეს შემთხვევაში ტელეფონის ეკრანს „ქსელი დაკავებულია“ ეწერება და ავტომატურად ითიშება. თუ არ გაითიშა 15 წუთიანი ლოდინის შემდეგ ოპერატორი პასუხობს, რომ „ვაქცინა მალე დაემატება“ დამატებით კითხვაზე რამდენ დღეს გულისხმობს „მალე“ ოპერატორს პასუხი არ აქვს. პასუხის მიღება სევე შეუძლებელია 144-ზე დარეკვისას. ზუსტ დროს ვერ ასახელებენ ვერც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში 116001-ზე დარეკვისას. ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე 1505-ზე info@moh.gov.ge-ზე მოქალაქეს მეილის გაგზავნაურჩიეს. 24 საათის გასვლის შემდეგ პასუხი არ დაბრუნებია უფრო ოპერატიული ჯანდაცვის სამინისტროს ფეისბუქის ადმინი აღმოჩნდა, რომელმაც პირს ისევ 1522-ზე და 144-ზე დარეკვისკენ მოუწოდა.




კახეთი ერთადერთი მხარე არაა, სადაც მიწოდებაზე პრობლემა ვერ მოგვარდა. იმერეთის 12 მუნიციპალიტეტიდან ასტრაზენეკას ვაქცინა მხოლოდ საჩხერეშია ხელმისაწვდომი, აჭარიდან მხოლოდ ბათუმში, სამეგრელო-ზემო სვანეთიდან მხოლოდ ზუგდიდში.


სხვა ვაქცინებისგან განსხვავებით ასტრაზენეკათი მხოლოდ 45 წელს გადაცილებულ პირებს ცრიან. ასაკიანი ადამიანები მაისში სორედ ამ ვაქცინით აიცრნენ. მათთვის უახლოეს ვაქცინის პუნქტამდე მისვლა რომელიც შეიძლება 100 ან 150 კმ-ით იყოს დაშორებული, ჯანმრთელობისა თუ ფინანსური პრობლემების გამო შეუძლებელია.


მართალია ასტრაზენეკას შემთხვევაში მეორე აცრამდე დასაშვები ვადა 12 კვირამდე გრძელდება, მაგრამ გაუარესებული ეპიდვითარების გამო რისკი იმის, რომ 1 დოზით აცრილი ადამიანი ინფიცირდეს, ყოველდღიურად იზრდება. ვაქცინის 1 დოზა უკვე ამცირებს ლეტალური შემთხვევის დადგომის ალბათობას, მაგრამ მხოლოდ ნაწილობრივ. საქართველოში 1 დოზით აცრილი პირებიდან 12 კოვიდით გარდაიცვალა, სრულად აცრილებში გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.




ვაქცინის პორტალი ფაიზერზეც ხელმისაწვდომ დოზებს მხოლოდ კახეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში აჩვენებს. საკმარისი რაოდენობის მხოლოდ სინოფარმი და სინოვაკია.


27 ივლისის მდგომარეობით სულ ჩატერებულია 418 398 აცრა. ორჯერადად აცრილ პირთა რაოდენობა კი 142 254-ს შეადგენს, რაც მოსახელობის 3.44%-ს შეადგენს. ვირუსის დასამარცხებლად კი მინიმუმ მოსახლეობის 60%-ის აცრაა საჭირო.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up