ინფექციური საავადმყოფოს დირექტორისა და კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, პრეპარატი რემდესივირი, რომელიც საქართველოში არ იყიდება, მას უცხოეთიდან გამოუგზავნეს.
მქონდა ცხელება, ყელის ძლიერი ტკივილი, ხველა და, რაც მოსალოდნელი იყო ჩემი თანმხლები დაავადების გამო, 4 დღე თანმიმდევრულად მკვეთრად უარესდებოდა ჩემი იმუნური სტატუსის მაჩვენებლები. ხუთშაბათს მან მიაღწია კრიტიკულ დონეს. ხუთშაბათსვე მივიღე გადაწყვეტილება, დამეწყო რემდესივირის გადასხმა. ის, სამწუხაროდ, ჯერ საქართველოში არ არის შემოტანილი და მე უცხოეთიდან გამომიგზავნეს. რემდესივირი, შესაძლოა, არ არის იდეალური პრეპარატი, მაგრამ უკეთესი არ არსებობს, — ამბობს ცერცვაძე იმედის კვირასთან.
ონ.ჯი