ბრიუსელში ვიზიტისას ძალიან ცნობილმა ლიდერებმა მითხრეს, რა ხდება, რა უბედურება გჭირთ? - პრემიერი

ბრიუსელში ვიზიტისას ძალიან ცნობილმა ლიდერებმა მითხრეს, რა ხდება, რა უბედურება გჭირთ? - პრემიერი

access_time2022-05-21 19:29:07


მაშინ, როცა ჩვენი მთავრობა მუშაობდა ინტენსიურად იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს უვიზო რეჟიმი მიეღოთ, ჩვენი ევროპელი კოლეგები, გაოცებული, მეც მიყვებოდნენ და ჩვენს კოლეგებსაც, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები დადიოდნენ ევროკავშირში და სთხოვდნენ, ემუდარებოდნენ, ათას ცილისწამებას და დეზინფორმაციას ავრცელებდნენ, რომ რამენაირად არ მიეროთ ჩვენს მოქალაქეებს უვიზო რეჟიმი ევროკავშირისგან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს გორში განუცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ასეთი დონის ანტისახელმწიფოებრივ მტრობასთან გვქონდა საქმე.

„ახლა უფრო მეტს გეტყვით. მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ ვიმყოფებოდი ბრიუსელში და თითქმის იდენტური, განმეორებითი იყო, როცა მოვისმინე, რომ არ დავასახელებ სახელებს და გვარებს, ძალიან ცნობილმა ლიდერებმა მითხრეს, რა ხდება, რა უბედურება გჭირთ, ჩამოდიან თქვენი ოპოზიციის წარმომადგენლები და გვეუბნებიან, რამენაირად იქნებ არ იყოს პოზიტიური გადაწყვეტილება მიღებული საქართველოსთან მიმართებაში. ასეთი მავნებლობა, მეგობრებო, ასეთი მტრობა ჩვენი ქვეყნის, უბრალოდ დანაშაულია. ამას აკეთებენ თქვენს მიერ ნახსენები დესტრუქციული, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, - განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ საუბარია „ნაციონალური მოძრაობის წევრებსა და მათთან აფილირებულ წარმომადგენლებზე.


ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ევროპელი კოლეგები გაოცებულები არიან, რომ დღესაც ოპოზიციის წარმომადგენლების ერთადერთი მიზანია, როგორმე ქვეყანა დაიჩაგროს.

„ჩააქვთ იქ დეზინფორმაცია, ათასი სისულელე და ავრცელებენ ცილისმწამებლურ განცხადებებს და ინფორმაციას. მათი მიზანია, ამით ჩვენი ქვეყანა დაიჩაგროს, დაისაჯოს ჩვენის ახელმწიფო. ჩვენზე კი არ არის საუბარი, საუბარია ჩვენს მოქალაქეებზე, ჩვენს ხალხზე, ჩვენს ქვეყანაზე. უფრო მეტს გეტყვით, მინდა, სრული პასუხისმგებლობით ვუთხრა ჩვენს ხალხს, ჩვენმა მთავრობამ, თუ რაიმე გააკეთა რომელიმე მთავრობამ ერთად აღებული ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე, ჩვენ ყველაზე მეტი გავაკეთეთ. შეგახსენებთ, რომ ბატონი ივანიშვილის და ჩვენი ხელისუფლების მოსვლის დღიდან ევროკავშირის გზაზე ჩვენ ყველაზე დიდ პროგრესს მივაღწიეთ. მთავარი დოკუმენტი, რაც განსაზღვრავს ევროკავშირში ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას, არის ასოცირების შეთანხმება, რომელზეც მე მხვდა პატივი წილად, მომეწერა ხელი 2014 წელს. ეს არის ჩარჩო, მთავარი დოკუმენტი, კონსტიტუციად ავიღოთ და მისი შესრულების პროგრესის მხრივ ჩვენ ვუსწრებთ ყველა ქვეყანას, რომელიც შედიოდა აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებში, ასევე ასოცირებული ტრიოს ქვეყნებს - უკრაინას და მოლდოვას. შესრულების თვალსაზრისით, აღმოსავლეთ პარტნიორობაზე აღარ მაქვს საუბარი, ასოცირებულ ტრიოსაც ვუსწრებთ ყველა მიმართულებით, ყველა პარამეტრით, იქნება ეს მართლმსაჯულება. ზოგადად, შესრულების მიმართულებით, 45% არის უკვე შესრულებული მთელი ასოცირების შეთანხმების. უვიზო რეჟიმი ჩვენი მიღწეულია, თავისუფალი ვაჭრობა ჩვენი მიღწეულია, ჩვენ შევიტანეთ ოფიციალურად განაცხადი წევრობაზე, - განაცხადა პრემიერმა.





7 ივლისი - რეგიონში ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა

7 ივლისი - რეგიონში ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2022-07-07 17:30:45
ეროვნული ბანკის მიერ 7 ივლისის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.81 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9119 ლარი გახდა. ქართული ლარის კურსით ვაჭრობა Bloomberg-ზე დილიდან 0.96%-ით გამყარდა და 17:00 საათისთვის 1 დოლარი 2.8850 იყო. თურქული ლირა დოლართან მიმართებით გაუფასურდა და 17.28 შეადგინა. თუმცა Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან თურქული ლირით ვაჭრობა 1.24%-ით გამყარდა, 17:00 საათისთვის 1 დოლარი...

„ძალიან ვწუხვარ, რომ მსოფლიოში საუკეთესო სამსახურს ვტოვებ!“

„ძალიან ვწუხვარ, რომ მსოფლიოში საუკეთესო სამსახურს ვტოვებ!“
access_time2022-07-07 15:44:18
„ძალიან ვწუხვარ, რომ მსოფლიოში საუკეთესო სამსახურს ვტოვებ!“ — ამ სიტყვებით მიმართა ბორის ჯონსონმა მოსახლეობას. მან ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება რამდენიმე წუთის გააკეთა. „ნათელია, პარლამენტის „კონსერვატიული პარტიის“ სურვილია, რომ ამ პარტიას უნდა ჰყავდეს ახალი ლიდერი და შესაბამისად, ახალი...

ქართული თაფლის ექსპორტი 85,5%-ით გაიზარდა - სად ვყიდით თაფლს

ქართული თაფლის ექსპორტი 85,5%-ით გაიზარდა - სად ვყიდით თაფლს
access_time2022-07-07 15:00:00
2022 წლის იანვარ-მაისში ქართული თაფლის ექსპორტი 85,5%-ით გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, წელს 5 თვეში ქვეყნიდან 90,24 ტონა თაფლის ექსპორტი განხორციელდა (340,4 ათასი დოლარის ღირებულების), გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი უცხოეთში 48,63 ტონა პროდუქტი (151,9 ათასი დოლარის ღირებულების) გავიდა. გთავაზობთ Top-3 ქვეყანას, სადაც საქართველომ წელს ნატურალური თაფლი გაყიდა: ბულგარეთი - 67,42 ტონა (195,1 ათასი დოლარი)საფრანგეთი - 14,40 ტონა (80,94...

არქიმ არქელებისთვის საზეიმო ღონისძიება გამართა

არქიმ არქელებისთვის საზეიმო ღონისძიება გამართა
access_time2022-07-07 12:25:56
არქის დიდი ოჯახის საზეიმო ღონისძიება, მცხეთაში გაიმართა, სადაც სპეციალურად არქელებისთვის სხვადასხვა გასართობი აქტივობა და ვახშამი მოეწყო. საღამოს წამყვანი, არქელების მეგობარი დუტა სხირტლაძე გახლდათ, ხოლო მუსიკალურ გაფორმებაზე დათო გომართელი და ანსამბლი „შვიდკაცა“ ზრუნავდა. არქელების პირველ საზეიმო ღონისძიებას  ექვსი საცხვრებელი სახლის მაცხოვრებელი ესწრებოდა.   “არქიში წლებია, რაც სხვადასხვა დღესასწაულს არქელები ერთ დიდ ოჯახად აღვნიშნავთ. დღევანდელი ღონისძიების...

Credit Suisse ივანიშვილთან ურთიერთობაში ევროპარლამენტის რეზოლუციას ეყრდნობა

Credit Suisse ივანიშვილთან ურთიერთობაში ევროპარლამენტის რეზოლუციას ეყრდნობა
access_time2022-07-07 12:30:45
საქართველოს ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის უფლებადამცველი იურიდიული კომპანიის ინფორმაციით, 5 ივლისს ივანიშვილმა Credit Suisse-სგან წერილი მიიღო, სადაც განმარტებულია, რომ ევროპარლამენტის მიერ ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების თაობაზე მიღებულმა რეზოლუციამ წარმოშვა ბანკის მხრიდან რეგულატორული ვალდებულებები და რომ ტრასტი თავის მოქმედებებს აღარ განახორციელებს სასამართლოს თანხმობის...


მსგავსი სიახლეები

up