ბიძინა ივანიშვილის მთავრობამ მოაწერა ხელი ასოცირების შეთანხმებას, მოიტანა უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობა და განაცხადი ევროკავშირში - ღარიბაშვილი

ბიძინა ივანიშვილის მთავრობამ მოაწერა ხელი ასოცირების შეთანხმებას, მოიტანა უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობა და განაცხადი ევროკავშირში - ღარიბაშვილი

access_time2022-05-21 19:18:08

ბიძინა ივანიშვილის მთავრობამ მოაწერა ხელი ასოცირების შეთანხმებას, მოიტანა უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობა და განაცხადი ევროკავშირში, შს მინისტრი ვიყავი, როცა ევროკომისარმა სესილია მალმსტრომმა გადმომცა უვიზო რეჟიმის სამოქმედო გეგმა 2013 წელს- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ოპოზიციის მხრიდან გაკეთებული აბსტრაქტული, ცილისმწამებლური, ზედაპირული განცხადებები დამაბნეველია, თუმცა მას სჯერა, რომ ქართველ ხალხს და ევროპელ ლიდერებს რაიმე სხვა აზრი არ ექნებათ.

„მე მინდა გითხრათ შემდეგი, რომ სწორედ ბატონი ივანიშვილის დაწყებულია აი ეს ძირითადი სტრატეგიული ხაზი, რაც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციას. ივანიშვილის მთავრობამ, პარტიამ მოაწერა ხელი ასოცირების შეთანხმებას, ივანიშვილის გუნდმა, მთავრობამ მოიტანა უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობა და განაცხადი ევროკავშირში. ჩვენ, მეგობრებო, შედეგებით უნდა ვილაპარაკოთ, ეს ზოგადი, აბსტრაქტული, ცილისმწამებლური, ზედაპირული განცხადებები არის დამაბნეველი. თუმცა, მე მჯერა ჩვენი ბრძენი ხალხის და რა თქმა უნდა, ასევე არ მინდა დავიჯერო, რომ ჩვენს ევროპელ ლიდერებს რაიმე სხვა აზრი ექნებათ. ჩვენ შედეგებით ვიმსჯელებთ. რაც მე ჩამოგითვალეთ, ვის დროს მოხდა?! მე ვიყავი შინაგან საქმეთა მინისტრი, როცა ევროკომისარმა სესილია მალმსტრომმა გადმომცა უვიზო რეჟიმის სამოქმედო გეგმა 2013 წელს. რაზე მელაპარაკებით, ვისი დაწყებულია?! ეს ყველაფერი ჩვენი მთავრობის დაწყებული და მიღწეულია,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


მთავრობის მეთაურმა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული განაცხადის შესახებ ერთ-ერთი კვლევითი ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ კრიტიკულ სტატიასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ეს მისი განცხადების მორიგი დადასტურებაა იმის შესახებ, რომ ანტისახელმწიფოებრივი ძალები ევროპელ ლიდერებს ეხვეწებიან, რომ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი არ იყოს ასახული.

პრემიერ-მინისტრის თქმით, აღნიშნულ სტატიაზე თანახელმომწერი ელენე ხოშტარიაა.

„საერთოდ არ მაინტერესებს ვინ რა დაწერა, ვინ რა დაჯღაბნა, ის არის მორიგი დადასტურება იმ ინფორმაციის, რაც მე ახლა გითხარით. აი, მორიგი დასტური, რომ ჩადიან მავნებლურად ეს ანტისახელმწიფოებრივი, მტრული ძალები და ეხვეწებიან ევროპელ ლიდერებს, რომ რაიმენაირად ის პროგრესი, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ, არ იყოს ასახული,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.





საქართველოს 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაზრდას არ გამოვრიცხავთ - IMF

საქართველოს 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაზრდას არ გამოვრიცხავთ - IMF
access_time2022-07-07 18:00:00
საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) საქართველოს 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაზრდას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ფონდის ახლო აღმოსავლეთის ხელმძღვანელმა ჯიჰად აზურმა გადაცემა „ანალიტიკის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ IMF-მა საქართველოს ეკონომიკური პროგნოზი 5.5%-დან 3.2%-მდე შეამცირა, თუმცა ჯიჰად აზური არ გამორიცხავს, რომ ფონდმა...

7 ივლისი - რეგიონში ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა

7 ივლისი - რეგიონში ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2022-07-07 17:30:45
ეროვნული ბანკის მიერ 7 ივლისის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.81 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9119 ლარი გახდა. ქართული ლარის კურსით ვაჭრობა Bloomberg-ზე დილიდან 0.96%-ით გამყარდა და 17:00 საათისთვის 1 დოლარი 2.8850 იყო. თურქული ლირა დოლართან მიმართებით გაუფასურდა და 17.28 შეადგინა. თუმცა Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან თურქული ლირით ვაჭრობა 1.24%-ით გამყარდა, 17:00 საათისთვის 1 დოლარი...

„ძალიან ვწუხვარ, რომ მსოფლიოში საუკეთესო სამსახურს ვტოვებ!“

„ძალიან ვწუხვარ, რომ მსოფლიოში საუკეთესო სამსახურს ვტოვებ!“
access_time2022-07-07 15:44:18
„ძალიან ვწუხვარ, რომ მსოფლიოში საუკეთესო სამსახურს ვტოვებ!“ — ამ სიტყვებით მიმართა ბორის ჯონსონმა მოსახლეობას. მან ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება რამდენიმე წუთის გააკეთა. „ნათელია, პარლამენტის „კონსერვატიული პარტიის“ სურვილია, რომ ამ პარტიას უნდა ჰყავდეს ახალი ლიდერი და შესაბამისად, ახალი...

ქართული თაფლის ექსპორტი 85,5%-ით გაიზარდა - სად ვყიდით თაფლს

ქართული თაფლის ექსპორტი 85,5%-ით გაიზარდა - სად ვყიდით თაფლს
access_time2022-07-07 15:00:00
2022 წლის იანვარ-მაისში ქართული თაფლის ექსპორტი 85,5%-ით გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, წელს 5 თვეში ქვეყნიდან 90,24 ტონა თაფლის ექსპორტი განხორციელდა (340,4 ათასი დოლარის ღირებულების), გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი უცხოეთში 48,63 ტონა პროდუქტი (151,9 ათასი დოლარის ღირებულების) გავიდა. გთავაზობთ Top-3 ქვეყანას, სადაც საქართველომ წელს ნატურალური თაფლი გაყიდა: ბულგარეთი - 67,42 ტონა (195,1 ათასი დოლარი)საფრანგეთი - 14,40 ტონა (80,94...

არქიმ არქელებისთვის საზეიმო ღონისძიება გამართა

არქიმ არქელებისთვის საზეიმო ღონისძიება გამართა
access_time2022-07-07 12:25:56
არქის დიდი ოჯახის საზეიმო ღონისძიება, მცხეთაში გაიმართა, სადაც სპეციალურად არქელებისთვის სხვადასხვა გასართობი აქტივობა და ვახშამი მოეწყო. საღამოს წამყვანი, არქელების მეგობარი დუტა სხირტლაძე გახლდათ, ხოლო მუსიკალურ გაფორმებაზე დათო გომართელი და ანსამბლი „შვიდკაცა“ ზრუნავდა. არქელების პირველ საზეიმო ღონისძიებას  ექვსი საცხვრებელი სახლის მაცხოვრებელი ესწრებოდა.   “არქიში წლებია, რაც სხვადასხვა დღესასწაულს არქელები ერთ დიდ ოჯახად აღვნიშნავთ. დღევანდელი ღონისძიების...


მსგავსი სიახლეები

up