საქართველოში ბოლო სამი წლის განმავლობაში ყველაზე მომგებიანი ჟოლოს მოყვანაა

საქართველოში ბოლო სამი წლის განმავლობაში ყველაზე მომგებიანი ჟოლოს მოყვანაა

access_time2020-08-21 15:30:26

საქართველოში ხილის წარმოება ფართოვდება. 2019 წლის ოფიციალური სტატისტიკის მონაცემებით, 2016-2018 წლების საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, საქართველოში მრავალწლიანი კულტურების საერთო მოსავალი 18%-ით გაიზარდა. თუმცა, ზოგიერთი პროდუქციის წარმოება შემცირდა.


„საქსტატის“ მონაცემებით, 24 მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურიდან 2016-2018 წლებში კლების ტენდენცია მხოლოდ 8 შემთხვევაში გამოიკვეთა. ესენია - ქლიავი (-1%), ლიმონი (-3%), ბროწეული (-5%), მსხალი (-21%), ალუბლის ქლიავი (-24%), ატამი და ვაშლატამა (-28%), ასევე -  ბაღის მარწყვი (-54%).


2019 წელს ყველაზე შესამჩნევი ვარდნა ატამს ჰქონდა, როცა მხოლოდ 22.3 ათასი ტონა იყო წარმოებული. თუმცა, უკვე 2020 წელს ატმისა და ვაშლატამას მოსავალი საქართველოში რეკორდული აღმოჩნდა. შესაბამისად, 2019 წლის მონაცემები ტენდენციის განმსაზღვრელ მაჩვენებლად არ შეიძლება მივიჩნიოთ. 2020 წლის აგვისტოს დასაწყისში, საქართველოში 23 000 ტონა ატამი და ვაშლატამას მოსავალი აიღეს და უკვე 16 000 ტონაა ექსპორტირებული.


ხილისა და ბოსტნეულის სექტორს განსაკუთრებული ზიანი ფაროსანას შემოსევამ მიაყენა, რომლის გამოც 2015-2018 წლებში დასავლეთში მოსავლის უდიდესი ნაწილი განადგურდა. კვლევებმა აჩვენა, რომ ამ მავნებელთან ბრძოლამ შედეგი გამოიღო და ძირითად საექსპორტო პროდუქტებში - კაკალი და ციტრუსი - კვლავ დემონსტრირებს ზრდის მაჩვენებელი 14% და 1%-ით. თუმცა, 2019 წლის მდგომარეობით, საქართველოში მრავალწლიანი კულტურების პროდუქციის  ნახევარზე მეტი 3 ათას ტონაზე ნაკლებია, რაც წარმოების მოცულობის უმნიშვნელო მაჩვენებელია.


დადებითი დინამიკის მქონე პროდუქტებიდან ყველაზე მეტად ყურძენი გამოირჩევა, რომელიც გარდა მნიშვნელოვნად მაღალი წარმოების მოცულობისა, ასევე წარმოების ზრდის მაღალი ტემპითაც გამოირჩევა (45%-ზე მეტი).


წარმოების ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჟოლოს აქვს - 2019 წელს წინა წლების საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, ჟოლოს წარმოების მოცულობა გაორმაგდა. თუმცა, შესადარებელი ბაზა არც ისეთი მაღალია - 2019 წელს ჟოლოს წარმოებამ მხოლოდ 600 ტონა შეადგინა, რაც უკრაინის ერთი დიდი სამეურნეო კომპანიის წარმოების ტოლფასია. პანდემიამდე საქართველოს უამრავი ტურისტი სტუმრობდა, კენკრაზე მოთხოვნა მაღალი იყო და ჟოლოს ფასიც არასდროს ჩამოსულა 1.5 აშშ. დოლარის ნიშნულს ქვემოთ. შესაბამისად, ბევრმა მწარმოებელმა  ამ კენკრის წარმოების გაფართოებაში დიდი პერსპექტივა დაინახა.


საქართველოში ხილის ნათესებს შორის პროდუქციის წარმოების ზრდის ტემპების მიხედვით მეორე ადგილზეა კაკალი, რომლის მოსავალი 2016-2018 წლების საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, 57%-ით გაიზარდა.  შედეგად, 2019 წელს კაკლის გულის ექსპორტი ერთბაშად 10%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი მკვეთრად შემცირდა.


ასევე, აღსანიშნავია კივისა და ფეიხოას წარმოების მაღალი ზრდის ტემპი.


წაიკითხეთ ასევე : ფეიხოა შესაძლოა საქართველოს მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტი გახდეს


2016-2018 წლის მაჩვენებელთან შედარებით, 2019 წელს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ზრდის მაჩვენებელი ასეთია :

ჟოლო - 100%

კაკალი - 57%

კომში - 56%

ხურმა - 48%

თეთრი ყურძენი - 48%

წითელი ყურძენი - 45%

კივი - 36%

ფეიხოა - 29%

თუთა - 20%

გარგარი - 20%

ლეღვი - 13%

ვაშლი - 10%

თხილი - 6%

ტკბილი ალუბალი - 4%

ფორთოხალი - 2%

მანდარინი - 1%


საერთო ჯამში, საქართველოში მრავალწლოვანი კულტურების უმეტესებას ზრდის დადებით მაჩვენებელი აქვს (საშუალოდ 24%). მიუხედავად ამისა, ბევრ კულტურებში წარმოების მოცულობა ჯერ კიდევ მცირეა, ეს კი ახალი პროფესიონალებისთვის სასოფლო-სამეურნეო ასპარეზზე გამოსვლის კარგი შესაძლებლობაა.

 

East-fruit.com

ანი ცარციძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up