საქართველოში მოქმედი 10 ბიზნესგაერთიანება პრემიერს 7 მოთხოვნით მიმართავს. გარდა ამისა, კერძო სექტორის წარმომადგენლები მთავრობას ვაქცინაციის პროცესში გააქტიურებას სთავაზობენ და აცხადებენ, რომ თანამშრომლობისთვის მზად არიან. კერძო სექტორმა 7 პუნქტიანია მიმართვა დღეს „თბილისის ცენტრალში“ გამართულ პრეს-კონფერენციაზე გააჟღერა.
საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა ივა ჭყონიამ მიმართვაში გაწერილ მე-6 პუნქტზე გააკეთა აქცენტი და აღნიშნა, რომ საქართველოს ბიზნესომბუდსმენის არჩევა და დანიშვნა უნდა მოხდეს, ბიზნეს სექტორთან პირდაპირი კონსულტაციით და უშალო მონაწილეობით. ამ მიმართულებით მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ შესაბამისი მოდელის დამუშავებაში, რაც ასევე გულისხმობს ობუდსმენის აპარატის საქმიანობის დაფინანსებას ბიზნეს სექტორიდან.
„მიმართვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტია, რომ ბიზნესომბუდსმენი არჩეულ იქნას ბიზნესთან კონსულტაციის შემდეგ, რადგან ვფიქრობთ, რომ ბიზნესომბუდსმენის არსებობის შემთხვევაში ის ორიენტირებული იქნებოდა ბიზნესის განვითარებაზე და სწორ ხედვებზე და ის პრობლემები, რომელიც დღეს არსებობს არ იქნებოდა. ეს უნდა იყოს ბიზნესიდან არჩეული და არის მოსაზრებები კანდიდატურებთან დაკავშირებით. ჩვენი კანდიდატურები შევთავაზეთ პრემიერს და ველოდებით პასუხს. ეს ინიცირება პრემიერის მხრიდან იყო, რომ კანდიდატურები წარგვედგინა და ვნახოთ, რამდენად პირნათლად შეასრულებენ ამას“, - განმარტა ივა ჭყონიამ.
10 ბიზნეს ასოციაცია პრემიერ-მინისტრს 7 მოთხოვნით მიმართავს