10 ბიზნეს ასოციაცია პრემიერ-მინისტრს 7 მოთხოვნით მიმართავს

10 ბიზნეს ასოციაცია პრემიერ-მინისტრს 7 მოთხოვნით მიმართავს

access_time2021-02-17 12:00:50

საქართველოში მოქმედი 10 ბიზნესგაერთიანება პრემიერს 7 მოთხოვნით მიმართავს. გარდა ამისა, კერძო სექტორის წარმომადგენლები მთავრობას ვაქცინაციის პროცესში გააქტიურებას სთავაზობენ და აცხადებენ, რომ თანამშრომლობისთვის მზად არიან.


კერძო სექტორმა 7 პუნქტიანია მიმართვა დღეს „თბილისის ცენტრალში“ გამართულ პრეს-კონფერენციაზე გააჟღერა. „კომერსანტი“ ბიზნეს ასოციაციების ერთობლივ მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:


„ბატონო გიორგი,


მოგეხსენებათ, რომ მიმდინარე პანდემიის და ეკონომიკური კრიზისის ფონზე, მნიშვნელოვანი პრობლემები შეიქმნა ქვეყნის ეკონომიკურ ყველა სექტორში. პანდემიის პირობებში, დღეს კრიტიკულ მნიშვნელობას იძენს ანტი-კრიზისული ეკონომიკური პაკეტის გაფართოება და ეკონომიკის კოლაფსის თავიდან არიდების მიზნით, ინტენსიური კომუნიკაცია და თანამშრომლობა კერძო სექტორთან. ძალზედ მნიშვნელოვანია ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნის პროცესში, დარგობრივი სპეციფიკის გათვალისწინება და ბიზნესის უფრო აქტიური ჩართულობა შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებაში.


მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ეპიდემილოგიური სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და ამის განმსაზღვრელი ძირითადი კრიტერიუმი ე. წ. „დადებითობის მაჩვენებელი“ ბოლო 14 დღის განმავლობაში 3%-ია. ამაში დიდი როლი ითამაშა მედიკოსების, ბიზნესის, შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების და მოსახლოების ერთობლივმა ძალისხმევამ.


ქვეყნის მძიმე ეკონომიკურ-სოციალური კრიზისიდან გამოყვანის პროცესის აქსელერაციის მიზნით, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია შემდგომი თამამი ნაბიჯების გადადგმა დღეს, როცა ყოველ კვირას აქვს უდიდესი მნიშვნელობა ამუშავდეს ეკონომიკა და სამუშაო ადგილებს ეტაპობრივად დაუბრუნდეს 200 000-მდე ადამინი, რომელიც დღეს შემოსავლის გარეშეა დარჩენილი. ამისთვის აუცილებლად მიგვაჩნია:



1. „კომენდანტის საათის“ დაწყების ვადის გადაწევა 2 საათით. კერძოდ, ნაცვლად 21:00 საათისა, აღნიშნული შეზღუდვა ძალაში შევიდეს 23:00-დან. ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს ზეწოლას საზოგადოებრივ ტრანსპორტზე პიკურ პერიოდში და ასევე, მისცემს საგრძნობ ეკონომიკურ შედეგს ბიზნეს სექტორს.


2. შაბათ-კვირას მუშაობის შეზღუდვის მოხსნა იმ ბიზნეს სექტორებისთვის, რომელთა მუშაობაც ნებადართულია სამუშაო დღეებში. ეს საკითხი განსაკუთრებით კრიტიკულია საცალო სავაჭრო სექტორისთვის, რომლის ბრუნვის 40% სწორედ დასვენების დღეებში გენერირდება.


3. კონკრეტული ანტიკრიზისული პაკეტების დამუშავება დარგობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით, რაც რეალურად მისცემს საშუალებას ცალკეული დარგებს, ოპერატიულად ამუშავდნენ. მაგლითად, საუბარია სავაჭრო ცენტრებისთვის შეღავათის მიცემაზე 2021 წლის ქონების გადასახადისგან გათავისუფლების კუთხით.


4. 22 თებერვლიდან სარესტორნო/კვების ბიზნესისთვის მუშაობის უფლების მიცემა დახურულ სივრცეებშიც, შესაბამისი მკაცრი რეგულაციის პირობებში, რაზეც დარგის წარმომადგელნლებს შემუშავებული აქვთ კონკრეტული წინადადებები.


5. მთის კურორტების გახსნა 22 თებერვლიდან. მიუხედავად ფაქტიურად დასრულებული ზამთრის სეზონისა, სასტუმროებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ შეძლონ მინიმალური შემოსავლების გენერირება, სრული კოლაფსის და გაკოტრების თავიდან არიდების მიზნით.


6. საქართველოს ბიზნესომბუდსმენის არჩევა და დანიშვნა მოხდეს, ბიზნეს სექტორთან პირდაპირი კონსულტაციით და უშალო მონაწილეობით. ამ მიმართულებით მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ შესაბამისი მოდელის დამუშავებაში, რაც ასევე გულისხმობს ობუდსმენის აპარატის საქმიანობის დაფინანსებას ბიზნეს სექტორიდან.


7. მაღალი სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ვაცხადებთ მზაობას, ჩავერთოთ საქართველოში ვაქცინის შემოტანის და სწრაფი ვაქცინაციის პროცესში შესაბამისი ბიზნეს კონტაქტების და ფინანსური რესურსის მოძიება-გამოყენებით.


მოგმართავთ თხოვნით, რომ ოპერატიულად შევხვდეთ პრემიერ-მინისტრის უშალო მონაწილეობით ეპიდემიოლოგებს, მთავრობის ეკონომიკურ გუნდს და ექსპერტებს სამუშაო ფორმატში და განვიხილოთ ყველა ზემოთ ნახსენები საკითხი, რათა ერთად ვიპოვიოთ შექმნილი კრიზისიდან ქვეყნის ეკონონომიკის სწრაფად გამოყვანის გზები.


ზემოთ მოყვანილ პოზიციას ვადასტურებთ და ვუერთდებით: საქართველოს რესტორატორთა ასოციაცია - კოტე გაბრიჩიძე; საქართველოს გასტრონომიის ასოციაცია - ლევან ქოქიაშვილი; საქართველოს რითეილერთა ასოციაცია - ზურა ადეიშვილი; საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაცია - ივა ჭყონია; საქართველოს გადასახადის გადამხდელთა კავშირი - სანდრო რატიშვილი; საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია - ლევან სილაგავა; საქართველოს სავაჭრო ცენტრების ასოციაცია - ლევან ყარალაშვილი; საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია - დავით მესხიშვილი; მთის კურორტების ბიზნეს ასოციაცია - მაია ბიჭიკაშვილი; საქართველოს სასტუმროების ფედერაცია - შალვა ალავერდაშვილი“, - ნათქვამია მიმართვაში.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up