საქართველოში 3 უმსხვილესი ფარმაცევტული კომპანია 800-ზე მეტი აფთიაქით ოპერირებს

საქართველოში 3 უმსხვილესი ფარმაცევტული კომპანია 800-ზე მეტი აფთიაქით ოპერირებს

access_time2021-07-22 11:00:12

ბოლო 20 წლის განმავლობაში სააფთიაქო ქსელებმა მცირე ზომის აფთიაქები ჩაანაცვლეს. შესასრულებელი რეგულაციების სირთულის გათვალისწინებით, ჩანაცვლების პროცესი ფარმაცევტულ ბაზარზე, სასურსათო მაღაზიებთან შედარებით, უფრო სწრაფი იყო. 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 3 უმსხვილესი ფარმაცევტული ქსელი ქვეყნის მასშაბით 799 აფთიაქს ფლობდა. დღეს მათი რიცხვი 800-ს აჭარბებს.


1994 წელს 14 ნოემბერს ბაზარზე „ავერსი“ გამოჩნდა. კომპანიის ძირითად საქმიანობას სააფთიაქო ქსელის მეშვეობით  მედიკამენტებისა და ჰიგიენური საშუალებების რეალიზაცია წარმოადგენს. ავერსი ფლობს ასევე სადაზღვეო კომპანიას, ფარმაცევტულ საწარმო "ავერსი რაციონალსა" და კლინიკებს. საქართველოს მასშტაბით ავერსის საკუთრებაში სულ 281 აფთიაქია, 123 თბილისში და 158 რეგიონებში. 


PSP-ს ქსელის განვითარება საქართველოში 1994 წელს დაიწყო. 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით კომპანია ქვეყნის მასშტაბით 235 აფთიაქს ფლობდა. მასვე ეკუთვნის საავადმყოფო „ჯეო ჰოსპიტალსი“, სადაც 1600 ადამიანი იყო დასაქმებული. ფინანსურ ანგარიშგებაში აფთიაქების თანამშრომელთა რაოდენობა მითითებული არ ყოფილა, აღნიშნული იყო მხოლოდ ჯამური სახელფასო ხარჯის - 66 მლნ ლარი, რის გამოც საშუალო ხელფასის დადგენა ვერ მოხერხდა.



„ჯიპისი“ 1995 წელს დაარსდა. 2008 წელს კომპანია სააქციო საზოგადოებად გადაკეთდა. 2016 წელს „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა“ კომპანიის აქციების 100% შეიძინა და იმისი იურიდიული დასახელება „გეფად“ გადაკეთდა. 2017 წელს კი მან „ფარმადეპოს“ აქციების 67%-ც შესისყიდა. 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ჯგუფი ჯამში 296 აფთიაქს ფლობდა, 26-ით მეტს 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ჯგუფი 4050 ადამიანს ასაქმებდა. იმავე წელს გაცემული ხელფასების მოცულობამ 46 მლნ ლარი შეადგინა. საპენსიო შენატანისა და საშემოსავლოს დაქვითვის შემდეგ, 1 თანამშრომელზე გასაცემი ხელზე ასაღებმა საშუალო ხელფასმა 742 ლარი შეადინა. 2019 წელს გასაცემი ხელფასების მოცულობა 51 მლნ-მდე გაიზარდა, თუმცა ამ პერიოდისთვის თანამშრომელთა რაოდენობა მითითებული აღარ არის.


საშუალო ხელფასი აფთიაქებშიც დაბალია, თუმცა გეფას მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ სასურსათო მაღაზიებთან შედარებით მაინც 1.5-ჯერ მეტია. ხოლო თუ ანაზღაურებას საათობრივად დავთვლით, რაც უფრო სამართლიანი მიდგომაა, მაშინ 2-ჯერ მეტი.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up