geo eng rus
კვირა, 28 მაისი, 2017. 12:36
"რეზონანსი": ეროვნული ბანკი ლარის გამყარებას ხელს უშლის
2017-04-20 19:30:45
+
-

ეროვნული ბანკის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებულმაინტერვენციებმა ლარზე ცუდად იმოქმედა. აპრილში სებ-მა უკვეზედიზედ ორჯერ სავალუტო აუქციონის მეშვეობით თითქმის 20 მლნდოლარი ამოიღო. ფინანსისტების აზრით, ეროვნული ბანკი უხეშადერევა სავალუტო ბაზარზე და ლარის გამყარებას ხელს უშლის. ესმაშინ, როცა ლარის გაუფასურების დროს, ფაქტობრივად, არაფერსაკეთებს.

 

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, სამშაბათს, 18 აპრილს სებ-მა 9 მლნ 750 დოლარი შეისყიდა,ხოლო 12 აპრილს გამართული აქუციონიდან - 10 მლნ დოლარი. შედეგად,ლარის კურსი რამდენიმე პუნქტით გაუფასურდა და 2,41-მდეც კიავიდა, როცა სულ ცოტა ხნის წინ კურსი 2,37 იყო.

 


ეროვნული ბანკი უცხოურ ვალუტას იმ შემთხვევაში ყიდულობს,როდესაც ბაზარზე ვალუტის კურსი სწრაფად მერყეობს. თუ კურსისწრაფად უფასურდება, ამ დროს ბანკი სავალუტო რეზერვებს ყიდის, სწრაფი გამყარების პირობებში კი ყიდულობს.

 

"სავალუტო აუქციონის მიზანია საერთაშორისო რეზერვებისშევსება, კაპიტალის დროებითი ჭარბი შემოდინების გაცვლით კურსზეზეგავლენის აღმოფხვრა ან კერძო და სახელმწიფო საგარეო სალდოს დაბალანსება", - ასე განმარტავს სებ-ი სავალუტო ინტერვენციების საჭიროებას, თუმცა განხორციელებული ღონისძიებების შესახებ უწყებაში არ საუბრობენ.

 


საბანკო სფეროს ექსპერტებს კი მიაჩნიათ, რომ სებ-ისარასწორი პოლიტიკა კურსზე უარყოფითად მოქმედებს და ნებისმიერიასეთი სახის ჩარევა ეროვნული ვალუტის გაუფასურებით მთავრდება.

 

ორგანიზაცია "პირადი ბანკირის" ხელმძღვანელ ირაკლი ბერძენაძის შეფასებით, ეროვნული ბანკის მხრიდან სავალუტოინტერვენციები გაცილებით ეფექტური იქნებოდა ლარის გაუფასურების პერიოდში და არა ახლა, როცა, სხვადასხვა ფუნდამენტური ფაქტორის გამო, ლარი ასე თუ ისე გამყარდა.

 


"მოსაზრებას, რომ ლარი ეროვნული ბანკის სწორი პოლიტიკის შედეგად გამყარდა, ვერ გავიზიარებ. სებ-ის "სწორი ქმედებების" შესახებ ისედაც ცნობილია. მისი ჩარევა და ინტერვენციები ყოველთვის მთავრდება გაუფასურებით. ქვეყნის მთავარ ბანკში მუდმივად განმარტავენ, რომ ისინი არ არიან კურსზე პასუხისმგებელნი   და მხოლოდ ინფლაციაზე აგებენ პასუხს. მაშინრატომ ერევა სავალუტო აუქციონებში იმ დროს, როდესაც ლარი ბუნებრივად მყარდება? იმაზე, რომ ინფლაცია პირდაპირ ურტყამს კურსს, რატომღაც არავინ საუბრობს", - აცხადებს ბერძენაძედა დასძენს, რომ, რამდენიმე პუნქტით გაუფასურების მიუხედავად, ლარი გამყარებას გააგრძელებს, რაც სეზონური ეფექტით იქნება გამოწვეული.

 


"ზამთარი გადავიტანეთ და ამან კურსზე გარკვეული გავლენამოახდინა. როგორც წესი, გაზაფხულზე ყოველთვის შეიმჩნევა სტაბილიზაცია, რაც რამდენიმე თვე გაგრძელდება. ველოდები, რომკურსი საბოლოოდ 2,30-2,35-ის ფარგლებში დასტიბილურდება, რაც სავსებით რეალურია.

 


სავალუტო ინტერვენციებისთვის ეროვნულ ბანკს გაცილებით ადრეუნდა მიემართა, როცა კურსი 2,80 იყო, მაგრამ მაშინ საამისო არც თავი ჰქონდა, არც სურვილი. შესაბამისად, სტაბილურობის გარანტიარის გარედან შემოსული ფული. ეშინია სებ-ს, რომ ინფლაცია არ გაექცეს, ეს არის მისთვის ყველაზე დიდი გასაჭირი", - დასძენსირაკლი ბერძენაძე.

 


ანალოგიური მოსაზრებისაა საბანკო სფეროს სპეციალისტი,პროფესორი დავით ასლანიშვილი, თუმცა ეროვნული ბანკის მიერ აპრილში განხორციელებულ ინტერვენციებთან დაკავშირებით მას ოდნავ განსხვავებული პოზიცია აქვს.

 

 

"სავალუტო ინტერვენცია სებ-ს რომ 1-2 მარტსგანეხორციელებინა, სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა. აღნიშნულ პერიოდში კურსი დაფრინავდა 2,60-ის ფარგლებში, რამდენიმე საათშიგამყარდა 2,40-მდე და მერე ისევ ავარდა 2,50-მდე. ძალიან რთულივითარება იყო. სებ-ი მაშინ არ ჩაერია ამ პროცესში, რითაცმავანმა ისარგებლა და გალარების რესურსი სპეკულაციის მიზნითგამოიყენა. კომერციული ბანკების მხრიდან ასეთი ოპერაციებით, ფაქტობრივად, გააღარიბეს საქართველოს მოსახლეობა, თვითონ კი ფული გააკეთეს. ეროვნულმა ბანკმა მაშინ არ განახორციელა ინტერვენცია, როცა ძალიან კარგად იცოდა, რასაც აკეთებდნენ ბანკები.

 

ახლა, როგორც ჩანს, ჭკუა ისწავლეს და ორჯერ შეისყიდეს დოლარი. შეიძლება ითქვას, ეს არის სწორი ნაბიჯი. ასე რომ არმოქცეულიყვნენ, კურსი გამყარდებოდა 2,30-მდე რამდენიმე საათითდა მერე შემოტრიალდებოდა უკან და ერთბაშად 2,40-მდე გაუფასურდებოდა", - განმარტავს ასლანიშვილი და დასძენს, რომსავალუტო ბაზარი საბანკო ოლიგოპოლიის მძევალია.

 


"დღეის მდგომარეობით, ერთდღიანი, 1-დან 7 დღემდე დაერთთვიანი რეფინანსირების სესხის სახით ბანკებს გამოტანილი აქვთ1,9 მლრდ ლარზე მეტი, რომელსაც სხვადასხვა მიზნით იყენებენ. კონკრეტულად რისთვის, უცნობია. თუკი მიმოქცევაში ლარის დეფიციტია, არსებობს სხვა საშუალებები, რაც ეროვნულმა ბანკმა და საბანკო ოლიგოპოლიამ ერთობლივად ჩაახშვეს. ეს არის დამოუკიდებელი კაპიტალის ბაზარი.

 


ეკონომიკური ზრდა გვაქვს 3-4%-ის ფარგლებში, ხოლო ლარისმასა მიმოქცევაში უკვე 20-22%-ით არის გაზრდილი. ეს იწვევსინფლაციას და პროცესიც სახეზეა - გაძვირებული პროდუქციადა მზარდი ინფლაცია, რამაც მიზნობრივ მაჩვენებელს გადააჭარბა.

 


მთავარია, ეროვნულმა ბანკმა შეწყვიტოს რეფინანსირებისსესხების პირამიდა. თუ ეს არ შეიკვეცა, ლარს სერიოზული საფრთხედაემუქრება. ჩვენ თუ გვინდა ეროვნული ვალუტის სტაბილურობა დაინფლაციის მაჩვენებლის შემცირება, ეს ხელეწიფება ეროვნულ ბანკს, მთავარია, სწორად იმოქმედოს", - განუცხადა "რეზონანსს" ასლანიშვილმა.