geo eng rus
ორშაბათი, 24 აპრილი, 2017. 11:30
საერთაშორისო სავალუტო ფონდი: არ გაზარდოთ საბაჟო გადასახადი
2017-04-20 10:00:45
+
-

საერთაშორისო სავალუტო ფონდი მოუწოდებს მსოფლიო ლიდერებს, არ გაზარდონ საბაჟო გადასახადი. ორგანიზაციის მიხედვით, საბაჟო გადასახადის გაზრდა გლობალურ ეკონომიკურ განვითარებას ხელს შეუშლის.

 

„პროტექცნიონიზმისგან მიღებული ზარალისგან თავის ასარიდებლად და ვაჭრობის მხარდასაჭერად განახლებული ორმხრივი ვალდებულებების აღებაა საჭირო," განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელმა, მაურის ობსტფელდმა.

 

საერთაშორისო სავალუტო ფონდის გაფრთხილება ტრამპის პოლიტიკას, „ამერიკა უპირველეს ყოვლისა" და სხვა ქვეყნების პროტექციონისტურ ხედვებს შეეხება.

 

სავალუტო ფონდის მონაცემებით, აშშ-ს ეკონომიკური ზრდა 2017 წელს გაიზრდება და 2.3%-ს მიაღწევს. ანალოგიური მოლოდინი არსებობს იაპონიასა (1.25%) და დიდ ბრიტანეთთან (2%) დაკავშირებით. ყველაზე სწრაფი ეკონომიკური ზრდა წელს სავარაუდოდ, ინდოეთს ექნება (7.2%).

 

 

 

ავტორ(ებ)ი: CNNMoney