geo eng rus
ორშაბათი, 24 აპრილი, 2017. 11:27
მერსედეს ვერა-მარტინი: დეპოზიტების დაზღვევა კარგი რეფორმაა და ქმნის ფინანსური სტაბილურობის გარანტიას
2017-04-19 10:00:54
+
-

ჩვენი ვარაუდით საპენსიო რეფორმის კანონპროექტი პარლამენტში 2018 წლის ბოლოს შევა, - სავალუტო ფონდი საპენსიო რეფორმას მხარს უჭერს, თუმცა პროცესს გრძელვადიან ჭრილში ხედავს და მეორე ეტაპის რეფორმად მიიჩნევს.

 

მედიასთან შეხვედრისას სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა საქართველოს მთავრობას რეფორმების გეგმა მოუწონა, მათ შორის დეპოზიტების დაზღვევა და საპენსიო სისტემის შექმნა.

 

„ჩვენ ვნახეთ, რომ საქართველოს ცენტრალური მთავრობა, ისევე როგორც ეროვნული ბანკი ზედმიწევნით ასრულებენ ვალდებულებებს 2016 წლის ოქტომბერის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. საბოლოო ჯამში, რომ ვთქვათ, სავალუტო ფონდი მათ ამჟამინდელ პოლიტიკას მხარს უჭერს. ჩვენ ვხედავთ, რომ მთავრობას უნდა განახორციელოს რეფორმები მომავალი წლიდან და ეს არ არის ახალი. ჩვენ ვიცით რომ ისინი მუშაობენ საკანონმდებლო ცვლილებებზე. საქართველოს მთავრობამ ასევე დაისახა 4-პუნქტიანი გეგმა, რომელიც ემსახურება საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის გაზრდას. ჩვენი მომდევნო ვიზიტის დროს აუცილებლად შევაფასებთ რამდენად გაუმჯობესდა მდგომარეობა და რა პროგრესი ექნება ქვეყანას", - აღნიშნა ვერა-მარტინმა.

 

სსფ-ს წარმომადგენელი ამბობს, რომ დეპოზიტების დაზღვევა კარგი რეფორმაა და ქმნის ფინანსური სტაბილურობის გარანტიას და უსაფრთხოების სისტემას.

 

„ჩვენ ამ რეფორმას მხარს ვუჭერთ არა იმიტომ რომ რისკიანი სიტუაციაა, არამედ მიგვაჩნია, რომ კარგი დროა ამ რეფორმის განსახორციელებლად. ჩვენც ვეთანხმებით რომ დეპოზიტების დაზღვევა იქნება 2018 წელიდან. რაც შეეხება საპენსიო რეფორმას, ეს კანონი იწერება მსოფლიო ბანკის ინსტრუქციით და მეორე ეტაპის რეფორმად იწოდება. ეს იქნება პერსონიფიცირებული რეფორმა. კანონი ჯერ დაწერილი არ არის. ჩვენი ვარაუდით, კანონპროექტი პარლამენტში უნდა შევიდეს 2018 წლის ბოლოს", - განაცხადა სსფ-ს წარმომადგენელმა.

 

gbc.ge