geo eng rus
პარასკევი, 23 ივნისი, 2017. 05:46
Ford-მა პოლიციის ჰიბრიდული ავტომობილი წარადგინა
2017-04-13 10:00:59
+
-

ამერიკულმა ავტომწარმოებელმა Ford-მა პოლიციისათვის ახალი ჰიბრიდული ავტომობილებით აღიჭურვება. ზოგადად, პოლიცია ჰიბრიდულ ავტომობილებს ხშირად იყენებს (Toyota Prius, Chevrolet Volt), თუმცა კომპანიის განცხადებით, განსაკუთრებულად სწრაფი დევნის დროს Ford Police Responder Hybrid Sedan-ი პოლიციისათვის იდეალური გამოსავალი იქნება.

 

Ford Police Responder-ს გამოცდას ლოს-ანჯელესისა და მიჩიგანის პოლიციაში ჩაუტარებენ, სადაც ავტომობილის ეფექტურობის მაჩვენებელი დადგინდება. Ford-ი დარწმუნებულია, რომ ავტომობილი ტესტებს წარმატებით გავლის და რომ გაზაფხულიდან ამერიკელი პოლიციელები Ford-ის ჰიბრიდული ავტომობილით დაიწყებენ დამნაშავეების დევნას.

 

მნიშვნელოვანია, რომ Ford-ის განცხადებით, თითოეული ავტომობილის შენახვა პოლიციას ყოველწლიურად $3,900-ით ნაკლები დაუჯდება. ავტომობილის ჰიბრიდული ძრავი საწვავის ნაკლები მოხმარების გარანტია.

 

 

 

ავტორ(ებ)ი: СNNMoney