geo eng rus
ხუთშაბათი, 30 მარტი, 2017. 06:39
Social Impact Award პროგრამის საკონკურსო ნაწილი დაიწყო
2017-03-20 13:53:10
+
-

Social Impact Award-ის ფარგლებში დღეიდან ღიაა სააპლიკაციო ონლაინ პლატფორმა, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი სოციალური ბიზნეს იდეები, პროექტის სახით წარადგინონ. აპლიკაციის წარდგენის ბოლოვადაა 28 აპრილი. Social Impact Award (SIA) არის ყველაზე მასშტაბური სტუდენტური პროგრამა სოციალური მეწარმეობის მიმართულებით, რომელიც 20 ქვეყანაში ხორციელდება.

 

Impact Hub Tbilisi-სა დაევროპის ფონდის ერთობლივი ძალისხმევით, წელს პროგრამას საქართველოც უერთდება. SIA-სპარტნიორია საქართველოს ბანკი. საქართველოს ბანკისთვის, მნიშვნელოვანია სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერა, რადგანხელი შეუწყოს საქართველოში სოციალური საწარმოების შექმნას და განვითარებას. საქართველოს ბანკი ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს და არაერთი აქტივობა განახორციელა სოციალური მეწარმეობის განვითარების კუთხით. ბანკი არის აღნიშნული პროექტის მხარდამჭერი და პარტნიორი, რადგან სტუდენტური პროგრამა Social Impact Awardძალიან კარგი შესაძლებლობაა, შეირჩეს და განხორციელდეს, ახალი პროექტები, სწორედ სოციალური მოეწარმეობის კუთხით.

 

პროგრამა Social Impact Award (SIA) აერთიანებს როგორც საგანმანათლებო, ასევე კონკურსის კომპონენტს. საგანმანათლებლო კუთხით, თბილისსა და თელავში ყველა მსურველისათვის 12 უფასო ვორქშოფი ჩატარდა, ოთხ სხვადასხვა თემაზე: სოციალური მეწარმეობა, იდეის გენერირება, ბიზნესმოდელირება და ბიზნესგეგმის შედგენა. კონკურსში მონაწილეობის მსურველებს ექნებათ შესაძლებლობა წარმოადგინონ საპროექტო განაცხადები, რომელთაც დამოუკიდებელი ჟიური განიხილავს და მომდევნო ინკუბაციისთვის რვა ფინალისტ გუნდსშეარჩევს. პროგრამის დასასრულ, სამი გამარჯვებული გამოვლინდება, თითოეული მათგანიფულადი ჯილდოს სახით, 2000 ევროს მიიღებს და აგრეთვე, დაესწრება SIA-ს ევროპის სამიტსბელგრადში (სერბეთი).

 

გარდა ამისა, ერთ-ერთ გამარჯვებულ გუნდს ევროპის ფონდი,გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, შესაძლებლობას მისცემს გრანტისსახით მოიპოვოს დამატებით 20,000 ლარი, უშუალოდ პროექტის განსახორციელებლად.