geo eng rus
ოთხშაბათი, 29 მარტი, 2017. 09:24
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრიიაპონელ კოლეგას შეხვდა
2017-01-10 14:49:48
+
-

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, პირველ მოადგილესთან ირაკლი მატკავასთან ერთად იაპონიის ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის და ტურიზმის სახელმწიფო მინისტრს რიოსეი ტანაკას შეხვდა. გაცნობით შეხვედრაზე მხარეებმა ერთობლივ პროექტებზე იმსჯელეს. განიხილესსამომავლო გეგმები და თანამშრომლობის პერსპექტივები.

 

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იაპონიის მთავრობასთან სამომავლო ტექნიკურ და ფინანსურ თანამშრომლობის საკითხებს. გასული წლის დეკემბერში ქართულმა მხარემ, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსთან (JICA) აქტიური მოლაპრაკება დაიწყო ახალი სასესხო ხელშეკრულების გაფორმების მიზნით,რომელიც რიკოთი-ზესტაფონის მონაკვეთის 15კმ-იანი F4 სექციის მშენებლობის დაფინანსებისათვის იქნება მიმართული, რაც ზესტაფონის შემოვლითი გზის მშენებლობას გულისხმობს.

 

ზურაბ ალავიძემ სტუმარს მომავალი ოთხი წლის განმავლობაში განსახორციელებელი პროექტები გააცნო, რაშიც სამმილიარდნახევარი ლარი დაიხარჯება. საქართველოსრეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, პროცესების დაჩქარების მიზნით, ბატონ ტანაკას შუამდგომლობა სთხოვა იაპონიის ფინანსურ ინსტიტუტებთან.

 

„ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური კავშირის დამყარებიდან 25 წელი გავიდა დამოხარული ვარ, რომ წელს პირველად ვიმყოფები საქართველოში. იაპონიის პარლამენტში მე საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილევარ და მინდა გითხრათ, რომ ჩემი ქვეყანა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსთან ურთიერთობას. მოხარული ვიქნებით, თუ ეს ვიზიტი წინ წაწევს კონკრეტულ სფეროებში ჩვენს თანამშრომლობას" - განაცხადა იაპონიის სახელმწიფომინისტრმა