geo eng rus
პარასკევი, 23 ივნისი, 2017. 05:59
ტურიზმის ადმინისტრაციამ გუდაურსა და ბაკურიანში ფოტოების გადასაღებად სპეციალური ჩარჩოები დაამონტაჟა
2017-01-06 10:00:00
+
-

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გუდაურსა და ბაკურიანში ფოტოების გადასაღებად სპეციალური ჩარჩოები დაამონტაჟა.

 

 

 

ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სასურათე ჩარჩო სოციალური ქსელების საშუალებით კურორტების პოპულარიზაციას ხელს შეუწყობს.

 

 

 

 

 

 

გუდაურში ჩარჩო გონდოლის ზედა სადგურთან ზღვის დონიდან 2750 მეტრზე მდებარეობს, ბაკურიანში კი 2702 მეტრზე.

 

 

 

 

 

 

გუდაურში ახლადდამონტაჟებული ჩარჩოსთან სამახსოვრო ფოტოები ტურისტებთან ერთად გადაიღო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმაც.

 

 

 

 

 

 

ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას 2017 წელსაც გააგრძელებენ.