geo eng rus
პარასკევი, 24 მარტი, 2017. 05:54
2016 წლის ავტომობილები
2017-01-08 20:00:38
+
-

 

Renault Kaptur - Hyundai Creta-ს წინაამღდეგ

 

აპრილში ბაზარზე გამოჩნდა რუსული წარმოების Renault Kaptur, რომელიც განსხვავდება ევროპულისგან და დამუშავებულია კომპანიის მოსკოვის საინჟინრო ცენტრში. ავტომობილი შეიქმნა Duster-ის სავალი ნაწილის საფუძველზე, თუმცა გარეგნულად ის არ განსხვავდება ევროპული Renault Captur-ისგან.

 

მოგვიანებით რუსეთში გამოვიდა Hyundai Creta - ეს არის ix25-ის ადაპტირებული მოდელი. ორივე მანქანაში დამონტაჟებულია 1,6 და 2,0 კუბატურის ძრავები, ორივე გათვლილია ერთსა და იგივე სეგმენტზე, ორივე ქალაქური კროსოვერია. ამ დროისთვის ორივე მოდელი შეიძლება ჩაითვალოს წარმატებულად - ნოემბერში რუსეთში გაიყიდა 4 800 Hyundai Creta და 2 300 Renault Kaptur.
თუმცა, Renault Kaptur-თან ერთად ფრანგული კონცერნი აგრძელებს კროსოვერ Duster-ის წარმოებას.

 

 

წლის ელექტროკარი - Tesla Model 3

 


გაზაფხულზე აშშ-ში წარდგენილ იქნა ახალი ელექტროკარი Tesla Model 3, რომელიც ყველაზე იაფია ელექტრომობილების სეგმენტში და გაუწევს კონკურენციას BMW 3-Series-ს, Audi A4-ს და Mercedes-Benz C-Class-ს. თუმცა ამ ეტაპზე მანქანა ჯერ არ იყიდება - შესაძლებელია მხოლოდ მისი დარეზერვება. ტექნიკური მახასიათებლები დღემდე რჩება საიდუმლოდ. ცნობილია მხოლოდ ის, რომ დატენილი აკუმლატორი საკმარისია 340 კმ.-ს გავლისთვის, ასევე ისიც, რომ Tesla Model 3 აკრეფს სიჩქარეს 100 კმ. საათში მხოლოდ 6 წამში. ახალი ელექტროკარი იღირენა 35 000 დოლარი.

 

 

 

წლის ბრენდი - Genesis

 


2015 წლის ოქტომბერში Hyundai-ს სტრუქტურაში შეიქმნა პრემიალური სუბ-ბრენდი Genesis. 2016 წლის სექტემბერში ბრენდმა წარადგინა ფლაგმანური სედანი Genesis G90, ამ მოდელის ბაზაზე მომავალ წელს კორეელები გამოუშვებენ სპორტ-სედან G70-ს, რომელიც გაუწევს კონკურენციას Mercedes С-Class და BMW 3-Series. 2020 წელს Genesis წარადგენს 2 კროსოვერს და სპორტულ კუპეს - სულ 6 მოდელს.

 

 

წლის რეკორდსმენი - Bugatti Chiron

 


Bugatti-მ დაიბრუნა ყველაზე სწრაფი სერიული ავტომობილების მწარმოებლის არაოფიციალური სტატუსი. ჰიპერკარი Chiron, რომელმაც შეცვალა მოდელი Veyron, აღჭურვულია 1500 ცხენის ძალის ძრავით, ავითარებს სიჩქარეს 100 კმ.ს. მხოლოდ 2,5 წუთში, 200 კმ.ს. - მხოლოდ 6,5 წამში. ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარეა 420 კმ.ს. Chiron პირველ ეტაპზე გამოვა შეზღუდული რაოდენობით - 500 ეგზემპლიარი. მაქნანის მინიმალური ფასია - 2,4 მლნ. ევრო. ავტომობილები გაიყიდა სექტემბერში.

 

 

 

წლის მოულოდნელობა - Mercedes-ის პიკაპი

 


სექტემბერში Mercedes-Benz-მა წარადგინა თავის ისტორიაში პირველი პრემიუმ-კლასის პიკაპი X-Class, რომელიც შეიქმნა Nissan-თან ერთად, პიკაპ Navara-ს ბაზაზე. ამავე დროს , გერმანული მანქანა კარდინალურად განსხვავდება წინამორბედისგან. პიკაპი გათვლილია კლიენტებზე, რომლებისთვისაც პიკაპი არის არა სამუშაოს, არამედ დასვენების და გართობის საშუალება.

 

 

 

წლის ფუფუნება: Bentley Bentayga

 


2016 წლის დასაწყისიდან ბაზარზე გამოჩნდა კროსოვერი Bentley Bentayga - ძვირადღირებული 7-ადგილიანი ავტომობილი, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს სენსაციად. ახალი მანქანა შექმნილია Audi Q7-ს პლატფორმაზე და აღჭურვილია 4-ლიტრიანი ძრავით, სალონი კი გაკეთებულია უმაღლესი კლასის სტანდარტებით.

 



წლის ტიუნინგ-პროექტი: Land Speed Cruiser

 


ლას-ვეგასში, ტიუნინგ-შოუ SEMA-ზე, Toyota-ამ წარადგინა კროსოვერი Land Cruiser 200, 5,7-ლიტრიანი ძრავით, მაქსიმალური სიჩქარით 3534 კმ.ს. - ეს მეტია, ვიდრე Bentley Bentayga-ს 301 კმ.ს. თუმცა ტიუნინგის მიუხედავად, ეს მოდელი გარეგნულად დიდათ არ განსხვავდება სტანდარტული Land Cruiser-ისგან და ცვლილებები ეხება მხოლოდ რამდენიმე უმნიშვნელო დეტალს.

 

წლის კონცეპტ-კარი - Mercedes-Maybach 6

 


Mercedes-Maybach 6-ის სიგრძე 5,6 მეტრია და ამ მაჩვენებლით მან გაუსწრო თითქმის ყველას - მათ შორის Rolls-Royce Phantom Coupe- ს. ყველაზე გრძელი კუპე მსოფლიოში ასევე გახდა ყველაზე ელეგანტური. პროტოტიპი წარდგენილ იქნა პარიზის ავტოსალონზე, შემდეგ მანქანა გადაიყვანეს Mercedes-Benz-ის მუზეუმში. კონცეპტი არ გახდება სერიული - ის შეიქმნა Maybach-ის ზეძვირი მანქანების შექმნის პოტენციალის სადემონსტრაციოდ, რომლებსაც შეუძლიათ კონკურენციის გაწევა ისეთი ბრენდებისთვის, როგორც Rolls-Royce, Aston Martin და Bentley.

 

 

 

ავტორი: rbc.ru