geo eng rus
კვირა, 28 მაისი, 2017. 02:34
2016 - წარმატებული წელი ელონ მასკისთვის
2017-01-03 10:00:04
+
-

 


2016 წელი მილიარდერი ინოვატორის, ელონ მასკისათვის დატვირთული და ძალიან წარმატებული იყო. მისი აეროკოსმოსური კომპანიის, SpaceX-ის მიერ გაშვებული სარაკეტო ხომალდი გახდა პირველი, რომელმაც დედამიწაზე დაბრუნება და ზღვაზე ყოველგვარი ინცინდენტის გარეშე დაშვება მოახერხა. SpaceX-ის სარაკეტო ხომალდის ხელახლა გამოყენების ტექნოლოგია ხარჯებს მნიშვნელოვნად, თითოეულ გაშვებაზე $60 მილიონით ამცირებს.

 

ელონ მასკი მზის ენერგიის სისტემების შექმნაზე, დიზაინსა და პროექტირებაზე ორიენტირებული კომპანია SolarCity-საც ხელმძღვანელობს, რომელმაც ტაუს კუნძულზე 5228 მზის პანელი დაამონტაჟა. შედეგად, ტაუს კუნძული ელექტროენერგიას 100%-ით მხოლოდ მზისგან გამოიმუშავებს. ასევე, SolarCity-მ "მზის სახურავის" პროექტი წარადგინა, რომელიც სახლს ელექტროენერგიით მთლიანად უზრუნველყოფს და მასთან პრაქტიკულად დაუზიანებელია.

 


ელონ მასკი ელექტრომობილების მწარმოებელ კომპანია Tesla-საც ხელმძღვანელობს, რომელიც ნახევარი კვადრატულ კილომეტრის სიდიდის "გიგაქარხანას" აშენებს. "გიგაქარხანა" მსოფლიოში სიდიდით მეორე შენობა იქნება, სადაც Tesla-ს ავტომობილისათვის ბატარეები დამზადდება.

 

ამ ყველაფერთან ერთად მასკმა გარკვეული დრო თავის სამომავლო რევოლუციურ იდეებსაც დაუთმო. მისი მიზანი "წითელი პლანეტის," მარსის კოლონიზაციაა, სადაც განახლებადი ენერგიის მქონე შენობები აშენდება და ადამიანები დასახლებას შეძლებენ. ასევე, (დედამიწაზე) გზების განტვირთვის მიზნით მასკი მასშტაბური გვირაბების აშენებას გეგმავს.

 

2016 წლის ფონზე, რომელმაც თავი ძალიან ბევრი ნეგატიური სიახლით დაგვამახსოვრა, მასკის მიღწევები ნამდვილად შთამბეჭდავია.

 

რაკეტის დაშვება

 

მზის სახურავი

 

 

"გიგაქარხანა"

 

მარლის კოლონიზაცია

 

ავტორი: Inverse