ბიომეურნეობებისთვის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი დაწესდება

ბიომეურნეობებისთვის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი დაწესდება

access_time2018-10-18 10:50:22

ხელისუფლება ბიომეურნეობის განვითარებას და ამ მიზნით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას გეგმავს.


როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე, ნოდარ კერესელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ავსტრიის განვითარების სააგენტოსგან საქართველომ 4 მილიონ ევრომდე დაფინანსება მოიპოვა სწორედ იმისთვის, რომ დაიგეგმოს კონკრეტული ღონისძიებები და პროგრამები ბიომეურნეობის გასავითარებლად.


მისივე შეფასებით, საქართველოს უნიკალური შესაძლებლობა აქვს იმისათვის, რომ ბიოწარმოება ბევრი მიმართულებით განავითაროს.


ნოდარ კერესელიძის თქმით, ბიოწარმოების ხელშეწყობა „მწვანე ეკონომიკის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელსაც კომპლექსური მიდგომა სჭირდება.



„ბიოწარმოება „მწვანე ეკონომიკის“ პოლიტიკის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. განსაკუთრებით ჩვენი ქვეყნის პირობებში. ჩვენ, მართლაც უნიკალური შესაძლებლობები გვაქვს იმისათვის, რომ ბევრი მიმართულებით ბიოწარმოება განვავითაროთ. სავაჭრო ხელშეკრულებების გათვალისწინებით, რაც გვაქვს ევროკავშირთან, ჩინეთთან და სხვა ქვეყნებთან, შეგვიძლია ეს გამოვიყენოთ და მაღალი ღირებულების ბაზრები მოვძებნოთ ამ პროდუქტებისათვის. სწორედ, ამიტომ ბიოწარმოება ამ კუთხით საინტერესოა. ჩვენ უკვე დავასრულეთ მოლაპარაკება ევროოკავშირთან და ავსტრიის განვითარების სააგენტოსთან. ავსტრიის განვითარების სააგენტო დაინტერესებულია ამ მიმართულებით იმიტომ, რომ ავსტრიაში საკმაოდ კარგად არის განვითარებული ბიოწარმოება. გვეხმარებიან ფინანსურად. 4 მილიონ ევრომდე მოვიძიეთ დაფინანსება იმისთვის, რომ ჩვენ დავგეგმოთ კონკრეტული ღონისძიებები და პროგრამები“, - განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ.


მისივე თქმით, ერთ-ერთი, რაც ამ მიმართულებით იგეგმება, საგადასახადო რეჟიმის ლიბერალიზაციაა.


„ბიომეურნეობა საკმაოდ რთულად დასანერგი პრინციპია. გადასახადების ლიბერალიზაცია კი, მნიშვნელოვნად წამახალისებელია, მაგრამ გარდა ამისა, ცოდნის მიწოდება არის ერთ-ერთი ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი კომპონენტი. ამას სჭირდება კომპლექსური მიდგომა, ცოდნა გამოცდილება და.შ. ეს საკმაოდ ხანგრძლივვადიადი პროცესიც არის. ზოგ ბიომეურნეობას წლები სჭირდება იმისათვის, რომ მიიღოს სერთიფიკატი, რომ ის ნამდვილად ბიომეურნეობაა. ამიტომ, ერთია საგადასახდო რეჟიმი, მაგრამ მეორეა, ფერმერის მზაობა, ცოდნა, მიწოდომება და ასევე სახელმწიფოს მხრიდან მხარადჭერა ამ პროცესში.


პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა ეკონომიკის სამინისტროსთან და ფინანსთა სამინისტროსთან იმისთვის, თუ როგორ ფორმატს მიიღებს ბიომეურნეობებისთვის საშეღავათო, საგადასახადო რეჟიმი“ , - განაცხადა ნოდარ კერესელიძემ.


IPN






დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში (უდაბნოში) აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ქართველ მომლოცველებს და ტურისტებს არ უშვებენ

 დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში (უდაბნოში) აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ქართველ მომლოცველებს და ტურისტებს არ უშვებენ
access_time2019-04-25 10:00:22
მესემე დღეა გარეჯში ჩამოსულ მომლოცველებს და სტუმრებს უდაბნოს მონასტერში მისასვლელი ბილიკი გადაკეტილი ხვდებათ, აზერბაიჯანელი მესაზღვრებიის მიერ, — წერს სოციალურ ქსელში დავით გარეჯის მონასტერის გიდი ზვიად ანანიაშვილი. კომერსანტი პოსტს უცვლელად გთავაზობთ. მიზეზი გასაიდუმლოებულია.. ყველეფერი ჩიჩხიტურის მონასტრის...

სხვებმაც ასეთ დროს “კახას“ რომ დავუძახოთ, გირაოთი გამოგვიშვებენ?

სხვებმაც ასეთ დროს “კახას“ რომ დავუძახოთ, გირაოთი გამოგვიშვებენ?
access_time2019-04-24 20:43:09
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ( სს კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი) დაკავებული მსახიობის ლევან ჯიბღაშვილის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას საზოგადოებაში და სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება და არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. ამ თემასთან...

თანამედროვე ირანი: ამბოხის და პროტესტის ზღვარზე

თანამედროვე ირანი: ამბოხის და პროტესტის ზღვარზე
access_time2019-04-24 22:00:40
დღევანდელი ირანელები არიან სპარსების პირდაპირი შთამომავლები და მათი სახელმწიფოებრიობა  თითქმის 5000 წელს ითვლის. ათასწლეულობით ჩამოყალიბებული ცხოვრების წესის და ძველი ტრადიციების ერთგულება ირანში ჩანს ისე, როგორც არსად. თუმცა,  მოსახლეობის სხვადასხვა ფენებში და განსხვავებულ ასაკობრივ ჯგუფებში ეს გავლენა განსხვავებულია. საქმიანი ადამიანები, ინტელიგენცია, სტუდენტობა და ახალგაზრდობა ემხრობა ცხოვრების თანამედროვე წესს. მეტიც,...

„ძალიან ბევრ მსახიობს უჭირს, ძლივს გააქვთ თავი კი არა, უბრალოდ არაფრის საშუალება არ აქვთ“ - მსახიობები დავით დარჩიას განცხადებას აფასებენ

„ძალიან ბევრ მსახიობს უჭირს, ძლივს გააქვთ თავი კი არა, უბრალოდ არაფრის საშუალება არ აქვთ“ - მსახიობები დავით დარჩიას განცხადებას აფასებენ
access_time2019-04-24 19:30:12
დავით დარჩიას...

m²-ს სასტუმროების ქსელის განვითარების მიმართულებით ამბიციური გეგმები აქვს

m²-ს სასტუმროების ქსელის განვითარების მიმართულებით ამბიციური გეგმები აქვს
access_time2019-04-24 15:00:23
m²-ს სასტუმროების ქსელის განვითარების მიმართულებით ამბიციური გეგმები აქვს.ამ ეტაპზე, საქართველოს მასშტაბით, 10 სასტუმროს გახსნა იგეგმება, რომლებიც,საერთო ჯამში,1.000-ზე მეტ ნომერს გააერთიანებს. ამასთანავე, გაცნობებთ, რომ „m² უძრავი ქონების“ პირველისასტუმრო „რამადა ენკორ თბილისი“ 2018 წელს გაიხსნა და ალექსანდრე ყაზბეგის №15-ში...


მსგავსი სიახლეები

up