ბიომეურნეობებისთვის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი დაწესდება

ბიომეურნეობებისთვის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი დაწესდება

access_time2018-10-18 10:50:22

ხელისუფლება ბიომეურნეობის განვითარებას და ამ მიზნით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას გეგმავს.


როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე, ნოდარ კერესელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ავსტრიის განვითარების სააგენტოსგან საქართველომ 4 მილიონ ევრომდე დაფინანსება მოიპოვა სწორედ იმისთვის, რომ დაიგეგმოს კონკრეტული ღონისძიებები და პროგრამები ბიომეურნეობის გასავითარებლად.


მისივე შეფასებით, საქართველოს უნიკალური შესაძლებლობა აქვს იმისათვის, რომ ბიოწარმოება ბევრი მიმართულებით განავითაროს.


ნოდარ კერესელიძის თქმით, ბიოწარმოების ხელშეწყობა „მწვანე ეკონომიკის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელსაც კომპლექსური მიდგომა სჭირდება.



„ბიოწარმოება „მწვანე ეკონომიკის“ პოლიტიკის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. განსაკუთრებით ჩვენი ქვეყნის პირობებში. ჩვენ, მართლაც უნიკალური შესაძლებლობები გვაქვს იმისათვის, რომ ბევრი მიმართულებით ბიოწარმოება განვავითაროთ. სავაჭრო ხელშეკრულებების გათვალისწინებით, რაც გვაქვს ევროკავშირთან, ჩინეთთან და სხვა ქვეყნებთან, შეგვიძლია ეს გამოვიყენოთ და მაღალი ღირებულების ბაზრები მოვძებნოთ ამ პროდუქტებისათვის. სწორედ, ამიტომ ბიოწარმოება ამ კუთხით საინტერესოა. ჩვენ უკვე დავასრულეთ მოლაპარაკება ევროოკავშირთან და ავსტრიის განვითარების სააგენტოსთან. ავსტრიის განვითარების სააგენტო დაინტერესებულია ამ მიმართულებით იმიტომ, რომ ავსტრიაში საკმაოდ კარგად არის განვითარებული ბიოწარმოება. გვეხმარებიან ფინანსურად. 4 მილიონ ევრომდე მოვიძიეთ დაფინანსება იმისთვის, რომ ჩვენ დავგეგმოთ კონკრეტული ღონისძიებები და პროგრამები“, - განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ.


მისივე თქმით, ერთ-ერთი, რაც ამ მიმართულებით იგეგმება, საგადასახადო რეჟიმის ლიბერალიზაციაა.


„ბიომეურნეობა საკმაოდ რთულად დასანერგი პრინციპია. გადასახადების ლიბერალიზაცია კი, მნიშვნელოვნად წამახალისებელია, მაგრამ გარდა ამისა, ცოდნის მიწოდება არის ერთ-ერთი ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი კომპონენტი. ამას სჭირდება კომპლექსური მიდგომა, ცოდნა გამოცდილება და.შ. ეს საკმაოდ ხანგრძლივვადიადი პროცესიც არის. ზოგ ბიომეურნეობას წლები სჭირდება იმისათვის, რომ მიიღოს სერთიფიკატი, რომ ის ნამდვილად ბიომეურნეობაა. ამიტომ, ერთია საგადასახდო რეჟიმი, მაგრამ მეორეა, ფერმერის მზაობა, ცოდნა, მიწოდომება და ასევე სახელმწიფოს მხრიდან მხარადჭერა ამ პროცესში.


პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა ეკონომიკის სამინისტროსთან და ფინანსთა სამინისტროსთან იმისთვის, თუ როგორ ფორმატს მიიღებს ბიომეურნეობებისთვის საშეღავათო, საგადასახადო რეჟიმი“ , - განაცხადა ნოდარ კერესელიძემ.


IPN






ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი - ელიტური კორუფცია სერიოზულ პრობლემად რჩება

ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი - ელიტური კორუფცია სერიოზულ პრობლემად რჩება
access_time2018-11-14 15:00:00
ევროკავშირი აღიარებს საქართველოს შედეგებს დაბალი და საშუალო დონის კორუფციასთან ბრძოლაში, რაც კორუფციის აღქმის ინდექსებში საქართველოსთვის კარგ რეიტინგს უზრუნველყოფს რეგიონალურ დონეზე, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიშის პროექტში, რომელსაც დღეს ევროპარლამენტი პლენარულ სესიაზე კენჭს უყრის. ამავდროულად ანგარიშში აღნიშნულია, რომ მაღალი დონის ელიტური კორუფცია სერიოზულ პრობლემად რჩება. დადებითად შეფასებულია...

ჯანდაცვის სამინისტროს სავალუტო ფონდის ანგარიშზე ინფორმაცია არ აქვს, თუმცა სამედიცინო მომსახურების სფეროში მონოპოლიას გამორიცხავს

ჯანდაცვის სამინისტროს სავალუტო ფონდის ანგარიშზე ინფორმაცია არ აქვს, თუმცა სამედიცინო მომსახურების სფეროში მონოპოლიას გამორიცხავს
access_time2018-11-14 14:00:00
საქართველომ უნდა გამოიჩინოს სიფრთხილე, რათა  ეკონომიკის ცალკეულ სექტორებში (მათ შორის საბანკო და სამედიცინო მომსახურების) მაღალი კონცენტრაცია ანტიკონკურენტულ პრაქტიკაში არ გადაიზარდოს, – ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშშია ნათქვამი. „კომერსანტი“ დაინტერესდა როგორ აფასებს საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციას  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ეთანხმება თუ არა მათ დასკვნებს და რის შეცვლას გეგმავს  ამ...

ბანკების მიერ დაწესებული საკომისიო აფერა, რომლის მოგებაც 5-ჯერ აღემატება ჯარიმებიდან და საურავებიდან მიღებულ შემოსავლებს

 ბანკების მიერ დაწესებული საკომისიო აფერა, რომლის მოგებაც 5-ჯერ აღემატება ჯარიმებიდან და საურავებიდან მიღებულ შემოსავლებს
access_time2018-11-14 10:00:00
ბანკში 50 000 ლარის ოდენობის სამომხმარებლო სესხის აღებისას, მსესხებელს ავტომატურად ეჭრება სესხის დამტკიცების საკომისიო - საშუალოდ 2% და გაცემის საკომისიო ასევე 2% (ჯამში 4 %), რის შესახებაც, ფაქტობრივად, ინფორმაციას არ ფლობს და ფაქტის წინაში მხოლოდ მას შემდეგ დგება, რაც სასურველი თანხის ნაცვლად მნიშვნელოვნად ნაკლებს, ამ შემთხვევაში დაახლოებით 48 000 ლარს იღებს. სამაგიეროდ, ხელშეკრულებაში ნათლად წერია, რომ გადასახდელი პროცენტის დაანგარიშება სწორედ დამტკიცებული თანხის...

შოთა გულბანი: ლარის კურსი საქართველოს ეკონომიკის „აქილევსის ქუსლად“ გადაიქცა

შოთა გულბანი: ლარის კურსი საქართველოს ეკონომიკის „აქილევსის ქუსლად“ გადაიქცა
access_time2018-11-13 19:30:00
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი (აფბა) შოთა გულბანი რამდენიმე მნიშვნლოვან ფაქტორზე ამახვილებს ყურადღებას, რაც ლარის კურსზე გავლენას ახდენს. ინფორმაციას bfm.ge ავრცელებს.  „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ აფბა-ს სტატიას.    დოლარიზაციის მაღალი კოეფიციენტის შედეგად, ლარის კურსი საქართველოს ეკონომიკის „აქილევსის ქუსლად“ გადაიქცა. ეს გადაჭარბებული შეფასება ნამდვილად არ არის, ვინაიდან ეკონომიკას ქმნის და აძლიერებს...

კრემლის მორიგი პოლიტიკური პროექტი - რუსეთი ცხინვალის რეგიონის გაზიფიცირებას იწყებს

კრემლის მორიგი პოლიტიკური პროექტი  - რუსეთი ცხინვალის რეგიონის გაზიფიცირებას  იწყებს
access_time2018-11-13 20:30:16
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაამტკიცა საგაზო შეთანხმება ე.წ. სამხრეთ ოსეთთან, რომელიც გულისხმობს „გაზპრომის“ მიერ სიმბოლურ ფასად (1 რუბლი) კომპანია «Газпром - Южная Осетия»-ს გამოსყიდვას, რის შედეგადაც რუსული ენერგოგიგანტიცხინვალის რეგიონის საგაზო ინფრასტრუქტურის ერთად-ერთი მფლობელი ხდება. დოკუმენტის თანახმად, „გაზპრომი“ ჩადებს ოკუპირებული ტერიტორიის გაზიფიცირებაში 2 მლრდ. რუბლს. გენერალური სქემა ითვალისწინებს 190 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირებას...


მსგავსი სიახლეები

up