მსოფლიოში ზედაზედ მესამე წელია ყინულოვანი მასის სწრაფი დნობა ფიქსირდება, რაც დედამიწას სერიოზული საფრთხის წინაშე აყენებს, - განაცხადეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში.

„მყინვარების შენარჩუნება არა მხოლოდ ეკოლოგიური, ეკონომიკური ან სოციალური აუცილებლობაა - ეს გადარჩენის საკითხია“, - განაცხადა მმყინვარების შენარჩუნება არა მხოლოდ ეკოლოგიური, ეკონომიკური ან სოციალური აუცილებლობააის ხელმძღვანელმა სელესტა საულომ.

275 000 მყინვარი 700 ათასამდე კვადრატულ მეტრს ფარავს, თუმცა ეს ფართობი სწრაფად მცირდება კლიმატური პირობების ცვლილებების გამო. კერძოდ, დაკარგულია 450 მილიარდ ტონამდე ყინულოვანი მასა.

მსოფლიო მეტეოროლოგიურ ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ თუ დღევანდელი ყინულოვანი მასების დნობის მაჩვენებელი არ შეიცვლება ძალიან ბევრი მყინვარი აშშ-ში, კანადაში, სკანდინავიაში, ცენტრალურ ევროპაში, კავკასიაში და ახალ ზელანდიაში XXI-ე საუკუნეში უბრალოდ გაქრება.

ორგანიზაციაში ასევე აღნიშნეს, რომ მყინვარები მსოფლიო წყლის მარაგის 70%-ს შეიცავს. იმ შემთხვევაში თუ მყინვარები გაქრება, მილიონობით ადამიანი წყლის გარეშე დარჩება.

გაეროში გლობალურ დათბობასთან ბრძოლის აუცილებლობაზე საუბრობენ და სათბურის აირების ემისიების შემცირების მნიშვნელობას აღნიშნავენ.

წყარო: imedinews.ge