აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, ირანთან მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს.

ამასთან, მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ აშშ-ის მიზანია, ირანს არასოდეს ჰქონდეს ბირთვული იარაღი.

„ირანს ვერასდროს ვერ ექნება ბირთვული იარაღი. პრეზიდენტმა ამის შესახებ ნათლად განაცხადა“, - აღნიშნა რუბიომ.

მისივე თქმით, ირანის მუქარა ჰორმუზის სრუტეში გემების განადგურების შესახებ უკანონოა და ამ მუქარის ნორმალიზება საშიშ პრეცედენტს შექმნის.

„ისინი არ არიან მისი მფლობელები. ეს საერთაშორისო გზაა. ის, რასაც ისინი ახლა აკეთებენ, არის, რომ იმუქრებიან საერთაშორისო გზის კომერციული გემების გასანადგურებლად გამოყენებით. ეს უკანონოა საერთაშორისო სამართლის ნებისმიერი კონცეფციის თანახმად. თუ დავუშვებთ, რომ ეს ნორმალური გახდეს, ჩვენ მოვახდენთ მიუღებელი სტატუს კვოს ნორმალიზებას და საშიშ პრეცედენტს შევქმნით“, - აღნიშნა რუბიომ.

www.interpressnews.ge