შეთანხმება არ იქნება მიღწეული პირველივე ეტაპზე ირანის გაყინული აქტივების კონკრეტული ნაწილის გათავისუფლების და ყველა გაყინული აქტივის გარანტირებული გათავისუფლების მკაფიო მექანიზმის გარეშე, – ირანული მედიის თანახმად, ამის შესახებ ინფორმაციას მოლაპარაკებებთან დაკავშირებული წყარო ავრცელებს.
წყარომ აღნიშნა, რომ საკითხი გადაეცა პაკისტანელ შუამავალს და პროცესში ჩართულ რიგ რეგიონულ ქვეყნებს. წყაროს ცნობით, პაკისტანელი შუამავლის მეშვეობით და ზოგიერთი რეგიონული ქვეყნის შუამავლობით მიღწეული წინასწარი შეთანხმებების მიუხედავად, ამერიკელები ამჟამად ხელს უშლიან პროცესს. თუმცა, მისი თქმით, ირანმა განაცხადა, რომ არ დაიხევს უკან თავისი წითელი ხაზებიდან.
წყარომ აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით უთანხმოება ერთ-ერთი ფაქტორია, რომელიც აქამდე შეთანხმების დასრულებას ხელს უშლიდა.
ირანული მედიის თანახმად, ირანსა და აშშ-ს შორის „შესაძლო“ წინასწარი შეთანხმების დეტალების შესახებ გავრცელებული ცნობები მიუთითებს, რომ ვაშინგტონი მოლაპარაკებების პერიოდში ირანულ ნავთობზე სანქციების გაუქმების ვალდებულებას აიღებს, რაც თეირანს საშუალებას მისცემს, ნავთობი სანქციებით გამოწვეული შეზღუდვების გარეშე გაყიდოს.