დელფინარიუმი ბრიუგეში 2037 წლისთვის დაიხურება. „ევროპულსის“ ინფორმაციით, ეს ბელგიაში ბოლო ადგილია, სადაც დელფინები ჯერ კიდევ ტყვეობაში არიან.
გასართობ პარკში ექვსი დელფინი ცხოვრობს. ჯერ მათ გარე საცურაო აუზით უზრუნველყოფენ, 10 წლის შემდეგ კი საზღვაო ნაკრძალში გაუშვებენ. დელფინები ორიენტაციისთვის იყენებენ ექოლოკაციას. გარემოს სკანირებისთვის ისინი მუდმივად ასხივებენ ხმის ტალღებს და იღებენ მათ, რაც აირეკლება. პატარა რეზერვუარში დელფინები ისევე გრძნობენ თავს, როგორც ადამიანი, რომელიც უსმენს სიმფონიურ ორკესტრს პატარა ოთახში.
დელფინარიუმები აღარ არის ავსტრიაში, უნგრეთში, ირლანდიაში, ლატვიაში, ლუქსემბურგში, პოლონეთში, სლოვაკეთში, სლოვენიაში, ფინეთში, ხორვატიაში, ჩეხეთში, ესტონეთსა და კვიპროსში. ბევრ ამ ქვეყანაში დელფინების ტყვეობაში შენახვა მკაცრად აკრძალულია.
ამჟამად ევროპაში 30-მდე დელფინარიუმია და ქვეყნები ამ რიცხვის ნულამდე შემცირებას აპირებენ. მაგალითად, საფრანგეთში უკვე მუშაობენ, რომ ველური ცხოველები ცირკებსა და დელფინარიუმებში არ იმყოფებოდნენ. მთელ ევროპაში აკრძალულია ცირკებში ველური ცხოველების წარმოდგენები. ამ ქვეყნებს შორის, მაგალითად, არის ჩეხეთი, ესტონეთი და ლატვია.