ტაქსის გამოძახების სერვისმა „მაქსიმი“ ჩაატარა გამოკვლევა, თუ რამდენად ხშირად მგზავრობენ და რამდენს ხარჯავენ ტაქსიში საქართველოს მცხოვრები ადამიანები.

კომპანიის მიერ გავრცელებული კვლევის შედეგების მიხედვით, სერვისის სპეციალისტებმა გაანალიზეს იმ მომხმარებლების ქცევები, რომლებმაც თუნდაც ერთხელ იმგზავრეს ტაქსით თვეში.

"მიღებული მონაცემების თანახმად, მომხმარებელთა 43% იძახებს ტაქსის არაუმეტეს ერთხელ თვეში. მომხმარებელთა 45% - არაუმეტეს ორჯერ კვირაში. კიდევ 10% ასრულებს სამიდან ექვსამდე მგზავრობას კვირაში, ხოლო 1,5% სარგებლობს ტაქსით ყოველდღე.

ტარიფის არჩევისას მომხმარებელთა აბსოლუტური უმრავლესობა (97%) აძლევს უპირატესობას ტარიფს „ეკონომი“. ტარიფს „კომფორტს“ ირჩევს მგზავრების 2,97%.

რაც შეეხება ხარჯებს, მომხმარებელთა 76,6% თვეში ხარჯავს ტაქსიში 30 ლარამდე. გამოკითხულთა თითქმის მეხუთე ნაწილი ხარჯავს მგზავრობებზე 30-დან 80 ლარამდე. მგზავრების 3.2% კი 80-დან 120 ლარამდე, ხოლო 120 ლარზე მეტს ტაქსით მგზავრობებზე ხარჯავს მოსახლეობის 2,97%.

გამოკვლევა ადასტურებს, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობისთვის ტაქსით მგზავრობა უფრო მოხერხებულია, მაგრამ არ წარმოადგენს რეგულარულად გადაადგილების საშუალებას. მგზავრები კომფორტის კლასის ნაცვლად უპირატესობას აძლევენ ეკონომიურ ავტომობილებს და ცდილობენ დახარჯონ თვეში შედარებით ნაკლები თანხა. თუმცა ცალკეული კატეგორიის მომხმარებლებისთვის ტაქსით მგზავრობა გახდა ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი, რაც უზრუნველყოფს მათ ყოველდღიურ კომფორტულ და მობილურ მგზავრობებს", - ნათქვამია კვლევაში.