პარლამენტმა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტის მიღებას მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა, 2 კი წინააღმდეგ წავიდა.

ქართულმა ოცნებამ საკითხი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დაუგეგმავად გამოიტანა.

გუშინ ვენეციის კომისიამ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონზე საბოლოო მოსაზრება გამოაქვეყნა და მმართველი პარტიის მიერ შესწორებული ვარიანტი გააკრიტიკა. მათი შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებამ შესწორებული კანონპროექტი არ უნდა მიიღოს. დასკვნის თანახმად, ის ვერ იქნება დანახული როგორც დემოკრატიული ან ეფექტური პასუხი ოლიგარქიზაციაზე.