ქვეყნის მასშტაბით სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ღონისძიებების ფარგლებში,  შპს „საქართველოს მელიორაციამ“ შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში,  ძლევიჯვარის სარწყავი არხის მოწესრიგების სამუშაოები დაასრულა.

სოფლების - შინდისისა და ფხვენისის ტერიტორიაზე, ხე-ბუჩქნარისა და დანალექი გრუნტისგან

წყალგამანაწილებელი არხების  ჯამში 2,5 კილომეტრიანი მონაკვეთი გაიწმინდა. ჩატარებული სამუშაოები არხში წყლის  შეუფერხებლად გადინებას შეუწყობს ხელს. შედეგად, შინდისისა და ფხვენისის 100 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება, რაც უხვი და ხარისხიანი მოსავლიანობის გაზრდას შეუწყობს ხელს.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს