საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერი პროექტების განხორციელებას განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკი, აზროვნების აკადემიასთან პარტნიორობით, ბიზნეს სესიების ციკლს აგრძელებს. ღონისძიებების სერიის ფარგლებში, 11 ივნისს, 20:00-ზე გაიმართება ლექცია თემაზე - „ბრენდინგი და კომუნიკაციის სტრატეგია“, რომელსაც minds&marketing-ის დამფუძნებელი, მარიამ ბებიაშვილი გაუძღვება.
ლექცია განკუთვნილია იმ მეწარმეებისთვის, რომელთაც სურთ ძლიერი ბრენდის შექმნით ბაზარზე გამორჩეული პოზიცია დაიმკვიდრონ. შეხვედრაზე განხილული იქნება ბრენდის შექმნის პროცესი - რა ეტაპები უნდა გავიაროთ იდეის გაჩენიდან ბრენდის ჩამოყალიბებამდე. თუ როგორ შეუძლია ბრენდს, განსაზღვროს ბიზნესის სტრუქტურა და მიმართულება.
მარიამ ბებიაშვილი ლექციაზე უპასუხებს შემდეგ საკვანძო კითხვებს:
- როგორ ვაქციოთ იდეა იდენტობად და ხელშესახებ ბრენდად?
- როგორ ავაშენოთ ღირებულებებზე დაფუძნებული ბრენდი, რომლის მისიის გარშემოც ბევრ ადამიანს შემოვიერთებთ?
- რა ეტაპები უნდა გავიაროთ ბრენდის შექმნის პროცესში?
- როგორ განსაზღვროს ბრენდმა ბიზნესის სტრუქტურა და მიმართულება?
- რა როლს თამაშობს ბრენდინგი ბიზნეს იდეის ჩამოყალიბებაში?
შეხვედრა 11 ივნისს, 20:00 საათზე, აზროვნების აკადემიაში, თინა იოსებიძის 57-ში გაიმართება.
ბიზნეს სესიაზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
აღსანიშნავია, რომ ბიზნეს სესიები საქართველოს ბანკის ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360°-ის შემადგენელი ნაწილია. ბიზნეს 360° ციფრული პლატფორმაა, რომელიც ყველა იმ შესაძლებლობას აერთიანებს, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო პროექტები, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, შეთავაზებები, ღონისძიებები, სექტორული კვლევები თუ სხვა.