საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია #1 დეველოპერული კომპანიაარქის მასშტაბური პროექტის -გრანდ ავენიუს-ინვესტორი გახდა.

ჩემთვის ეს ყველაზე დიდი ინვესტიციაა, რაც მეტყველებს იმ ნდობაზე, რომელიცარქისმიმართმაქვს. ეს პროექტი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორი უნდა იყოს თანამედროვე და მაღალი ხარისხის საცხოვრებელი კომპლექსი,“ - აცხადებს ეროვნული ნაკრების კაპიტანი.

გრანდ ავენიუ არქისგანუნიკალური პროექტია -ქალაქის ახალი ცენტრი, რომელიც დადიანის ქუჩაზე, დინამოს სტადიონთან ახლოს, „ქალაქი ქალაქშიკონცეფციით იქმნება. სულ ცოტა ხნის წინ კომპანიამ წინასწარი გაყიდვების გრანდიოზული ღონისძიება გამართა - 5 საათში კომპლექსის 644 ბინა გაიყიდა, რაცარქისახალი რეკორდია.

გრანდ ავენიუთანამედროვე სტანდარტებით იქმნება; განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ლანდშაფტის განვითარებასა და მრავალფეროვან შიდა ინფრასტრუქტურას. ტერიტორიის 75%-ზე გათვალისწინებულია რეკრეაციული ზონები, რაც თბილისის მასშტაბით უპრეცედენტოა.

პროექტის მიზანია თბილისის ამ ნაწილის გარდაქმნა თანამედროვე ტიპის ქალაქის ცენტრად, სადაც იქნება ყველაფერი კომფორტული ცხოვრებისთვის, მუშაობისა და განტვირთვისთვის.