FMCG ბაზარი წლიურად საშუალოდ 8.0%-ით გაიზრდება 2025-28 წლებში, ჩვენი პროგნოზით, - ამის შესახებ Galt & Taggart-ის „საქართველოს FMCG ბაზრის კვლევაშია“ ნათქვამი, რომლის თანახმადაც სექტორი სტაბილურად მზარდია.
FMCG ბაზრის ზრდის წარმმართველი ფაქტორი იქნება მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობის ზრდა. ამასთან, ბრენდული ქსელები სხვა ფორმატებზე მაღალი ტემპით ზრდას განაგრძობს გეოგრაფიული ექსპანსიის, გაყიდვების ფორმატების და ასორტიმენტის დივერსიფიკაციის და სხვა სტრატეგიული განვითარების ხარჯზე.
„ბრენდული ქსელების შემოსავლების მოსალოდნელი წლიური 15.0%-იანი ზრდა 2025-28 წლებში (+23.3%-იანი ზრდა 2021-24 წლებში), საბაზრო წილის მიმდინარე 40.4%-დან 52.0%-მდე ზრდას გამოიწვევს 2028 წელს, ჩვენი შეფასებით.
ჩვენი მოლოდინით, რეგიონში გაფართოების მაღალი ტემპი მომავალშიც გაგრძელდება. 2024 წლის შეფასებით, გაფართოებისთვის ყველაზე მიმზიდველი საქართველოს რეგიონებია აჭარა და ქვემო ქართლი, ხოლო თბილისის უბნებიდან საბურთალო, გლდანი და სამგორი“, - ნათქვამია კვლევაში.