„საქართველოში რუსეთიდან შემოსული ცხვარი ექსპორტზე გადის როგორც ქართული, რაც რისკის შემცველია, რადგან იქ, რომ შევიდეს არა შემოწმებული ცხვარი და დაგვედოს ჩვენ შეზღუდვა, ეს ბაზარს დაგვაკარგნებს, რაც არაერთხელ მომხდარა“- ამის შესახებ „კომერსანტთან“ ფერმერმა ბექა გონაშვილმა განაცხადა. 

„პრობლემას ვერ ვხედავ იმაში, რომ რუსეთიდან საქართველოში ცხვარი შემოდის და შემდეგ გავიდეს ექსპორტზე, მაგრამ პრობლემა  არის ის, რომ აქედან ცხვარი მიდის, როგორც ქართული და ეს ძალიან ცუდია, იმიტომ რომ დაავადებების კონტროლის მხრივ შეუმოწმებელი ცხვარი რომ შევიდეს, ჩვენ დაგვედება შეზღუდვა, რაც ჩვენ ბაზარს დაგვაკარგვინებს, მთავარი პრობლემა არის ეს და ასეთი შემთხვევები არაერთხელ მომხდარა,“- აღნიშნა ბექა გონაშვილმა.