„ოლ-პი ჯგუფი“   სამშენებლო სექტორს სისტემატურად სთავაზობს სიახლეებს. კომპანიის მიმდინარე პროექტების პორტფოლიოში აქტიურადაა წარმოდგენილი „ოლ-პი ჯგუფის“ ინოვაციური პროდუქტები.

„სექტორში არსებული მოთხოვნებისა და საერთაშორისო ტენდენციების გათვალისწინებით, მუდმივად ხდება არსებული სერვისების განახლება. 2023 წლის ბოლოს ჩატარებულმა კვლევამ დაგვანახა მოჭიმული იატაკის ტექნოლოგიებში ახალი მიმართულების - მსუბუქი მჭიმის შემოტანის საჭიროება“, - აცხადებს „ოლ-პი ჯგუფის“ კომერციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ფურცელაძე.

მისი შეფასებით, სამშენებლო სექტორი სიახლეს ინტერესით შეხვდა და ამჟამად, კომპანია არაერთ მასშტაბურ პროექტს  ახალი ტექნოლოგიით ახორციელებს. მისივე ინფორმაციით, ასევე მოლაპარაკების სტადიაშია რამდენიმე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტი.

„პროდუქტს მაღალი თბო და ხმის იზოლაციის მაჩვენებელი და ცეცხლმედეგობა ახასიათებს.  მისი მთავარი უპირატესობა სიმსუბუქეა -  მსუბუქი მოჭიმვა სტანდარტულ მშრალ მოჭიმვასთან შედარებით,  შემსუბუქებულია  75-70%-მდე. ეს კი პროექტირებისას ოპტიმალური გადაწყვეტილებების საშუალებას იძლევა, როგორც მზიდ კონსტრუქციებში, ასევე არქიტექტურულ და ტექნოლოგიურ გადაწყვეტებში“, - განმარტავს ფურცელაძე.

„ოლ-პი ჯგუფის“ კომერციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი მოთხოვნად სერვისებს შორის სარემონტო სამუშაოებს ასახელებს, რომელიც თანამედროვე დიზაინერული ხედვების გათვალისწინებით, მინა ბლოკისა და მიკროცემენტის გამოყენებით სრულდება.

„ბოლო წლებში მნიშვნელოვნად განვავითარეთ სარემონტო სამუშაოების ხაზი. კომპანიაში შეიქმნა პროექტირების დეპარტამენტიც. არქიტექტორ-დიზაინერების ჩართულობა  მნიშვნელოვნად ამარტივებს დამკვეთისთვის სასურველი შედეგის მიღების პროცესს“, - აცხადებს გიორგი ფურცელაძე.

კომპანია „ოლ-პი ჯგუფი” 2007 წელს დაარსდა და მის ძირითად მიმართულებას იატაკის ტექნოლოგები წარმოადგენდა. ამჟამად იგი კი სერვისების ფართო სპექტრით ოპერირებს, რომელიც ასევე მოიცავს სარემონტო, ჰიდროიზოლაციისა და მოჭიმული იატაკის სამუშაოებსა და კერძო სახლების მშენებლობას.

„ოლ-პი ჯგუფმა“ ასევე გაზრდა ოპერირების მასშტაბი.  2022 წლიდან კომპანია „ბელტერა ჰოლდინგთან“ პარტნიორობით, არაერთ მნიშვნელოვან პროექტს უზბეკეთში ახორციელებს.