Georgia Capital-მა ლუდისა და დისტრიბუციის ბიზნესში ჰოლანდიური კომპანია Royal Swinkels-ი პარტნიორად შემოიყვანა, - ამის შესახებ თავად კომპანიის მიერ ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა.

Georiga Capital-ის კომპანია, "გლობალ ბიერ ჯორჯია", საქართველოში "ყაზბეგის" ლუდისა და ლიმონათის, ასევე "აისის", "შავი ლომის", "Heineken"-ის, „Amstel“-ის, „Krusovice“-სა და სხვა საერთაშორისო ბრენდების ოფიციალური მწარმოებელი და დისტრიბუტორია.

Royal Swinkels-ი ევროკავშირში ლუდის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწარმოებელია, კომპანიის პორტფელში არის საქართველოს ბაზრისთვის ნაცნობი ბრენდი “Bavaria“. პარტნიორული შეთანხმების მიხედვით, Royal Swinkels-ი კომპანიის 80% წილის მფლობელი გახდება.