ბათუმში მდებარე White Sails-ის კომპლექსში შემავალი ერთ-ერთი სასტუმრო $22 მილიონად იყიდება.

ცნობისთვის, White Sails ბათუმში ზღვის პირველ ზოლში, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე მდებარეობს და ჯამში 30,000 კვ.მ. ფართობს მოიცავს. მულტიფუნქციურ კომპლექსში გაერთიანებულია ოთხი აპარტოტელი, პრემიუმ კლასის ბუტიკური ტიპის მრავალფუნქციური საცხოვრებელი Sea Home Batumi, სასტუმრო Ibis Styles Batumi-ი და 5 ვარსკვლავიანი საინვესტიციო პროექტი The Grandeur Hotel.

შპს „ეარ მერიდიანსი“, რომელიც White Sails-ის ბრენდის ქვეშ ფუნქციონირებს, 2015 წელს დაფუძნდა, იმავე წელს კომპანიამ 3 ჰექტარამდე ფართობი ზღვასთან ახლოს თითქმის 3 მლნ დოლარად და 30-მილიონიანი ინვესტიციის განხორციელების ვალდებულებების შესრულების პირობით იყიდა.

შპს „ეარ მერიდიანსის“ 100%-ს შპს „ბივისი“ ფლობს, რომელიც თავის მხრივ ეკუთვნის ასთამურ ჩაზმავას (50%) და რეფიყ კაიტამბას (50%).