ასობით მეცნიერმა ხელი მოაწერა სასწრაფო დეკლარაციას, რომლითაც მსოფლიო ლიდერებსა და პოლიტიკის შემქმნელებს მოუწოდებენ, „იმოქმედონ ახლავე და სწრაფად“ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით.

დარტინგტონის დეკლარაციაში ნათქვამია, რომ კაცობრიობა „საფრთხის ზონაში“ აღმოჩნდება, თუ სათბურის გაზების გამოყოფა 2030 წლისთვის 2010 წლის დონესთან შედარებით არ განახევრდება და შემდეგ 2050 წლისთვის ნულს არ მიაღწევს.

ექსეტერის უნივერსიტეტისა და WWF UK-ის მიერ კოორდინირებული დეკლარაცია მოჰყვა „გლობალური გარდამტეხი წერტილების 2025 წლის ანგარიშს“, რომელშიც ცოტა ხნის წინ გაფრთხილება გაკეთდა, რომ დედამიწამ პირველ კატასტროფულ კლიმატურ გარდამტეხ წერტილს მიაღწია მარჯნის რიფების „უპრეცედენტო გადაშენების“ გამო.

ამჟამად მას მხარს უჭერს 583 მეცნიერი და 579 სხვა მხარდამჭერი, რომელთაგან ყველას აქვს დოქტორის ხარისხი ან უფრო მაღალი კვალიფიკაცია.

ვრცლად euronews – ზე