ჟურნალმა Time Out-მა გურმანებისთვის მსოფლიოში საუკეთესო ქალაქები დაასახელა და პირველ ადგილზე პერუს დედაქალაქი ლიმა დააყენა. 2026 წლის ათეულში ოთხი ევროპული ქალაქი მოხვდა: ლონდონი, ბარსელონა, ათენი და ლისაბონი.

რეიტინგის შესადგენად, მსოფლიოს 150 ქალაქის 24 000-ზე მეტ მცხოვრებს გამოკითხეს რესტორნების, ყავის მაღაზიების, პაბების და ბარების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის შესახებ. ასევე, იმის თაობაზე მათი ქალაქის კულინარიული სცენის რომელი ელემენტებია ყველაზე გამორჩეული.

ეს ქალაქები ასევე 100-ზე მეტმა Time Out-ის რედაქტორმა და ადგილობრივმა ექსპერტმა შეაფასა; საბოლოო ქულა 70%-ით მცხოვრების მოსაზრებებს, ხოლო 30%-ით - ექსპერტების შეფასებებს ეფუძნებოდა.

ვრცლად euronews – ზე