International Data Corporation-ის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის მესამე კვარტალში სმარტფონების გლობალური მიწოდება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.6%-ით გაიზარდა და 322.7 მილიონი ერთეული შეადგინა.
ბაზარმა გააგრძელა აღდგენა პრემიუმ სეგმენტის წყალობით, რადგან მომხმარებლები გადავიდნენ უახლეს მოწყობილობებზე ინოვაციური ფორმ-ფაქტორებითა და ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი სმარტფონებით.
IDC ინარჩუნებს პოზიტიურ პროგნოზს 2025 წლისთვის და ელოდება, რომ პოზიტიური საბაზრო ტენდენცია შენარჩუნდება მიმდინარე წლის ბოლო კვარტალში, – ნათქვამია ინფორმაციაში.