ბარსელონას საკათედრო ტაძარი საგრადა ფამილია, მას შემდეგ, რაც მის ცენტრალურ გუმბათს ნაწილი მიემატა, მსოფლიოში ყველაზე მაღალ ეკლესიად იქცა.
"არქიტექტორ ანტონიო გაუდის საოცრება ახლა 162.91 მეტრამდე სიმაღლის იქნება" - აღნიშნულია ტაძრის განცხადებაში.
ამით საგრადა ფაიმილიამ გერმანიის ქალაქ ულმში მდებარე საკათედრო ტაძრის სიმაღლეს გაასწრო, რომლის გუმბათის სიმაღლე 161.53 მეტრია.
საგრადა ფამილიას ოფიციალურად არ მოუთხოვია მსოფლიოს ყველაზე მაღალი ტაძრის ტიტული, თუმცა მონაცემების მიხედვით, ის ახლა 1.38 მეტრით აღემატება ბადენ-ვიურტემბერგის ეკლესიას.
ტაძარი კვლავ იზრდება: მისი ცენტრალური, იესო ქრისტეს, გუმბათი, რომლის მშენებლობაც მრავალი წელია მიმდინარეობს, საბოლოოდ 172 მეტრის სიმაღლეს მიაღწევს.
ტაძრის გარე ფასადებსა და შიდა ინტერიერის მორთვაზე მუშაობა კიდევ რამდენიმე წელს გაგრძელდება. ეკლესიის წარმომადგენელთა თქმით, პროექტის დასრულებას დაახლოებით ათი წელიწადი დასჭირდება.