რუსეთში ოქტომბრის ბოლოდან სატვირთო გადაზიდვების მიმწოდებლების რაოდენობა განახევრდა,- ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს

Rusprofile-ის მონაცემებით, 458 000 რეგისტრირებული გადამზიდი კომპანიიდან 6 700 საფრთხის ქვეშაა ან ლიკვიდაციის პროცესშია.

ექსპერტების განმარტებით, რომ ამის მიზეზი საერთაშორისო სანქციებთან ერთად  გადაზიდვების თვითღირებულების ზრდა და მიტანის სარგებლიანობის შემცირებაა.

კომპანია „ლიდერ ტრანს“-ის დამფუძნებლის, მიხაილ უსტიჟანინის თქმით, გადაზიდვების ტარიფები 2025 წლის თებერვალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის მესამედით შემცირდა.

მისივე თქმით, 2025 წლის პირველ ნახევარში გადაზიდვების თვითღირებულება 15%-ით გაიზარდა საწვავის, ტექნიკის მომსახურებისა და მძღოლების ხელფასების გაძვირების გამო. დიზელის საწვავი პრაქტიკულად 15–20%-ით გაძვირდა, აღნიშნავს უსტიჟანინი. ადრე საწვავის კომპანიები დიდ და საშუალო გადამზიდავებს 23%-მდე ფასდაკლებას სთავაზობდნენ, თუმცა ახლა ეს ფასდაკლება გაუქმდა, აცხადებს ПЭК-ის თანამფლობელი და ვიცე-დირექტორი, ასოციაცია „ავტოგრუზექს“-ის პრეზიდენტი ვადიმ ფილატოვი. ამ ფონზე გადამზიდავებს უჭირთ ლიზინგის გადასახადების დაფარვა, რაც ტექნიკის მასობრივად დაბრუნებას იწვევს, ამბობს უსტიჟანინი.