Reputation Lab-მა მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები მათი რეპუტაციის მიხედვით შეაფასა და ანგარიში RepCore Nations 2025 გამოაქვეყნა. ქვეყნებმა, რომლებიც უფრო კარგი რეპუტაციის სარგებლობენ, შესაძლოა მეტი უცხოური ინვესტიცია ან ტურისტი მიიზიდონ და საერთაშორისო ინსტიტუტებში პრივილეგიებითაც ისარგებლონ.
კვლევის ფარგლებში, G7-ის მოქალაქეებს (კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, დიდი ბრიტანეთი და აშშ) სთხოვეს, შეეფასებინათ სხვა ერები რეპუტაციის ისეთი ფაქტორების მიხედვით, როგორიცაა ნდობა, აღტაცება, პატივისცემა და საერთო იმიჯი.
რეპუტაციის მიხედვით გლობალურ რეიტინგში შვეიცარია და კანადა ლიდერობენ. მათ შორის შვეიცარიამ პირველი ადგილი შეინარჩუნა. მესამე და მეოთხე ადგილზე ნორვეგია და შვედეთია, ხუთეულს კი ფინეთი ასრულებს.
